Thursday, June 26, 2014

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა დასრულდა

26 ივნისს, თბილისში, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში, PH International-ის ორგანიზებით გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლებისა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს 11 რეგიონიდან, მათ შორის სიქა- პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში.


პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიმოიხილა პროგრამის 4-წლიანი შედეგები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაზემ ისაუბრა სამინისტროს დამოკიდებულებაზე სამოქალაქო განათლების მიმართ და პროგრამის მხარდაჭერაზე. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ, დევიდ სტოუნჰილმა ისაუბრა სააგენტოს შეხედულებაზე სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმართ. სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით:

·     საუკეთესო ინიციატივა „გამარჯვების პარკის დასუფთავების აქცის“ - ქ.თბილისის #166 საჯარო სკოლა და სკოლა „მარჯი“;
·  სოციალური მედია სამოქალაქო მონაწილეობისათვის - თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავეები;
·         მცირე საგრანტო პროექტი „მეც მინდა თამაში“ - ქ.თბილისის #180 საჯარო სკოლა;
·         ინტეგრაციის ბანაკის საუკეთესო პროექტი „უსაფრთხო წრიული“- რუსთავის #1, #4 და ვახტანგისის #1 საჯარო სკოლა.
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა მიმოიხილა  ფორუმის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ბესელიამ.
შეხვედრის ბოლოს PH International-მა მხარდამჭერ ორგანიზაციებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, გადასცა მადლობის ბარათები, ხოლო მოსწავლეებმა აჭარიდან წარმოადგინეს პანტომიმა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ.

ამ ღონისძიებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“, რომელიც გრძელდებოდა 2010-2014 წწ, დასრულებულად გამოცხადდა.

No comments:

Post a Comment