პროექტი „სასკოლო ახალგაზრდული
სამუშაოს დანერგვა საქართველოში“ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის „ახალგაზრდული
ხმები - საქართველოს“ (Youth Voices
Georgia) საპილოტე პროექტს, რომელიც
3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს 4 ქალაქში - ახალციხე, გორი, რუსთავი,
საგარეჯო. პროექტი ფოკუსირებული იყო სასკოლო არაფორმალური განათლების განვითარებაზე
და მიზნად ისახავდა არაფორმალური და ფორმალური განათლების სკოლის დონეზე ინტეგრაციის
ხელშეწყობას და არსებული პრაქტიკის ევროპულ მიდგომებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის
ფარგლებში შეირჩა ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების 9 წარმომადგენელი, რომელთაც
ჰქონდათ ახალგაზრდებთან მუშოაბის გარკვეული გამოცდილება და საბაზო კომპეტენციები. მათ
შორის მოხვდნენ სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეები თამუნა ქურდაძე და ნიკა გაბათაშვილი,
რომლებიც, როგორც ახალგაზრდული მუშაკები, ფასილიტაციას უწევდნენ პროექტის საპილოტე რუსთავის #20 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულ
ახალგაზრდულ კლუბს. მენტორების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მოსწავლეებში ინტერესებისა
და საჭიროებების იდენტიფიცირება და პროგრამის თემატიკის განვითარება კლუბის წევრების
პრიორიტეტების შესაბამისად.
რუსთავის #20 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ კლუბ „ლოტოსში“
სულ 20 წევრისა, რომლებიც VIII-IX კლასის მოსწავლეებს წარმოადგენენ. მათ 3 თვის განმავლობაში
დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები.
16 ივნისს ქ. თბილისში,
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შედგა პროექტის შემაჯამებელი ფორუმი, რომელზეც ახალგაზრდულმა
კლუბებმა წარმოადგინეს თავიანთი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები. შემდეგ კლუბის
წევრებმა თვითშეფასების ფორმის საშუალებით შეაფასეს საკუთარი პროგრესი და საგანმანათლებლო
შედეგები. „ახალგაზრდული ხმების“ ჯგუფმა შეაჯამა როგორც პროექტი, ასევე საპილოტე მოდელი
მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, საფრთხეები და შესაძლებლობების გათვალისწინებით და
შეიმუშავა ზოგადი რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის,
სასკოლო არაფორმალური განათლების დანერგვისა და ხელშეწყობის მიმართულებით.
სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია დაჯილდოვდა მადლობის ბარათით პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
No comments:
Post a Comment