Sunday, September 29, 2013

აქცია "მსოფლიო გულის დღე" რუსთავში

28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად, პირველად ქ. რუსთავში მოაწყო „მსოფლიო გულის დღეს“. აქციას მხარს ქ. რუსთავის მერიისა და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით მოეწყო. ჩატარდა 5 კმ-იანი მარათონი სირბილში, როლერებითა და ველოსიპედებით რბოლაში. მარათონის დასასრულს მერიის წინ მოედანზე მოეყო სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ ჯანსაღი გულის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა-კონკურსი. კონკურსის ყველა სახეობაში საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები. იხილეთ ფოტოალბომი.

Wednesday, September 25, 2013

პრეზენტაციის უნარების განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

ახალი ამბების (ნიუსების) მოსამზადებლად ვიწვევთ საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების ახალგაზრდებს. 

ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ ინფორმაციის დროული გავრცელება და გასაგები ანალიზი, რაც უზრუნველყოფს მდგრად დემოკრატიას საკუთარ თემში და მთლიანად საქართველოში -www.etanews.ge. 
ახალგაზრდების ასაკი 13 წლიდან. დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან ინსტრუქციებით, რაც დაეხმარება მათ დაოსტატდნენ მასალების მომზადებაში: შეკრიბონ ინფორმაცია დროულად და გადმოსცენ აზრები გასაგებად.
პროექტის მხარდამჭერები არიან: გადაცემაეტალონი“, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, EMT - განათლებისა და მართვის გუნდი. 
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მოცემული ვებ-ანკეტა http://webanketa.com/forms/6mv3ce9g5wtkjr9s6dh6cs0/ და/ან შეგვეხმიანეთ info@etanews.ge .

Monday, September 23, 2013

ქვემო ქართლის 17 სამოქალაქო კლუბის წევრმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი მოინახულა

21 სექტემბერს,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს ინიციატივით,  რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 17 კლუბის 50-მდე მონაწილე  (მოსწავლე  და პედაგოგი),  ესტუმრა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს.  კლუბების წევრებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული საგანძურისა და იარაღის გამოფენებიც.
ვიზიტმა ძალიან ინფორმაციულად  და ნაყოფიერად ჩაიარა, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საბჭოთა ოკუპაციის თემას. გიდის მეშვეობით კლუბების  წევრებმა მოისმინეს რუსეთის მიერ საქართველოს 3-ჯერ ოკუპაციის ისტორია და კონკრეტული ადამიანების საბედისწერო ისტორიებიც.
ოკუპაციის მუზეუმის შემდეგ კლუბების წევრებმა მოინახულეს საგანძურისა  და იარაღის გამოფენებიც, სადაც იშვიათი ექსპონატებია თავმოყრილი, რომლებიც ნათელს ჰფენს  საქართველოს უძველეს კულტურულ ისტორიას.

ვიზიტორი სამოქალაქო კლუბები იყვნენ : ვახტანგისის #1, გარდაბნის#1, თეთრიწყაროს #1 და #2, ასურეთის, კოდის, კუმისის, მარტყოფის #2, მანგლისის, რუსთავის #1, #2, #10, #12, #15, #17, #24, #28 საჯარო სკოლებიდან.

სიქა გიწვევთ ღონისძიებაზე "მსოფლიო გულის დღე"


28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა), ქართველ. ევროპელ EVS და ამერიკელ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად, პირველად ქ. რუსთავში ორგანიზებას უკეთებს „მსოფლიო გულის დღეს“.
აქციას მხარს უჭერს ქ. რუსთავის მერია.
აქცია ეძღვნება მათ, ვინც მიუხედავად ასაკისა თავს ახალგაზრდად გრძნობს, მათ ვინც აღიარებს ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობას, ამავდროულად სურს გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობები და გამძლეობა.
აქციაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ მობრძანდეთ 28 სექტემბერს 9 საათზე რეგისტრაციისათვის ქ. რუსთავის შემოსასვლელში. მარათონი დაიწყება 10 საათზე და დასრულდება ქ. რუსთავის მერიის წინ მოედანზე.
გაიმართება მარათონი 5 კმ-იან დისტანციაზე შემდეგ სახეობებში :
სირბილი, ველორბოლა, სკეიტ რბოლა, როლერებით რბოლა.

მარათონის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მერიის წინ გამართულ სხვადასხვა აქტივობებში.

მარათონის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
მარათონის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაგვიკავშირდით: სიქა, ქ.რუსთავი, შარტავას #4, ტელ: 341 223133

სიქაში ”ENO კლუბის“ ახალი სეზონი იწყება


ახალი საკლუბო სეზონი სიქა-ში გრძელდება: წარმოგიდგენთ ”ENO - კლუბს“, 12-16 ასაკის მოზარდებისთვის.
ENO – Environment online (გარემო რეალურ დროში) ვირტუალური სკოლა და ქსელია, სადაც გაწევრიანებულია 10 000მდე სკოლა მსოფლიოს 152 ქვეყნიდან. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ლოკალურ და გლობალურ აქტივობებს.
კლუბში მუშაობის დროს ახალგაზრდები აიმაღლებენ ცნობიერებას თემსა და თემის გარეთ არსებული გარემოს შესახებ. შეხვედრები არაფორმალური განათლების მეთოდით წარიმართება ეკოლოგიური პრობლემების შესწავლის და მათი მოგვარების გზების გამოსავლენად. კლუბის მონაწილეები შეასრულებენ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა დავალებებს. ჩაატარებენ კვლევებსა და აქტივობებს.
დაინტერესებული ახალგაზრდებმა გთხოვთ შეავსონ ონლაინ ანკეტა: http://webanketa.com/forms/6mv3cd1h5wvkjcv665h3cd0/

სიქა ჩაერთო კამპანაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო"


სიქა - აქტიურად ჩაერთო კამპანიაში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“-ში (Clean Up the World), რომელიც საქართველოში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. წელს, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება 20-21-22 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით;.
სიქას ადგილობრივმა, ევროპელმა და ამერიკელმა მოხალისეებმა, რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან ერთად დაასუფთავის ქ. რუსთავში შარტავას ქუჩა და ჟიული შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორია. 

Thursday, September 19, 2013

სიქამ პროექტ "ადამიანის უფლებათა ქარავანი"-ს ევროეპლ მოხალისეებს უმასპინძლა

19 სექტემბერს სიქა-ს ეწვია ორგანიზაცია დრონის პროექტ "ადამიანის უფლებათა ქარავანი“-ს 10 მოხალისე ევროპის ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სიქა-ს ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები.
შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოში, კერძოდ კი ქვემო ქართლში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სტუმრები გაეცვნენ სიქა-ს მიმდინარე პროგრამებს, პროექტებსა და საკლუბო აქტივობებს. სიქა-ს წევრებმა და მოხალისეებმა ევროპელ სტუმრებს გაუზიარეს ქვემო ქართლში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე პროექტების გამოცდილება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას სოციალურ ქსელში საერთო ჯგუფი, სადაც პერიოდულად განთავსდება ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ.

Wednesday, September 18, 2013

ქ.რუსთავის სამოქალაქო კლუბების მორიგი საქველმოქმედო აქცია

სიქა-ს ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიამ „გახდი ქველმოქმედი“ კონკრეტული შედეგები გამოიღო. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების აქტიურობის შედეგად მოხერხდა ერთ-ერთი კონკრეტული სოციალურად შეჭირვებული ოჯახისათვის მცირედი დახმარების გაწევა.
17 სექტემბერს, მოსწავლეები ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით ოჯახისთვის შეაგროვეს ტანსაცმელი, საკვები, საკანცელარიო ნივთები და სათამოშოები პატარებისთვის. 
შეგროვებული რესურსი ოჯახს გადასცეს, გაეცვნენ ოჯახის მდგომარეობას და მომავალში ურთიერთობას და დახმარებას დაპირდნენ.
„გახდი ქველმოქმედის“ ფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. 
სამოქალაქო კლუბის წევრები შემდეგ კვირას სოციალურად დაუცველ მორიგ ოჯახს ესტუმრებიან.

Tuesday, September 17, 2013

ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბებისათვის უცხოელმა ტრენერებმა ჩაატარეს სემინარი დემოკრატიის თემაზე

16 სექტემბერს  ქ. რუსთავში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორ ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში, ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო  კლუბების აქტიურ წევრებისთვის სიქას ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ალან ჩანდლერმა  და რუმინელმა მოხალისეებმა დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გამართეს.
შეხვედრის დასაწყისში  ნაჩვენები იქნა  რამდენიმე დოკუმენტური ფილმი დემოკრატიის თემაზე. ფილმების ჩვენების  შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია.მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა არის დემოკრატია, განიხილეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში  დემოკრატიულობის ხარისხმა.  საკუთარი პოზიციის დასაცავად მოსწავლეებმა  დემოკრატიის  კონკრეტული მაგალითები განიხილეს. სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე: არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა სკოლებში.
ცხარე კამათის შემდეგ სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუკი სკოლებში არ არის იდეალური სიტუაცია,  სწორედ მოსწავლეებს აქვთ უფლება და საშუალება, მათი აქტიური პოზიციითა და ადვოკატირებით,  გააუმჯობესონ  არსებული მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს ყველა მოსწავლემ ისაუბრა საკუთარ როლზე დემოკრატიის მშენებლობაში. თითოეული მათგანი თვლის, რომ  მათი აქტიური მოქალაქობრივი პოზიცია მნიშნელოვანია საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
შეხვედრას რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების 24 წევრი დაესწრო.

Friday, September 13, 2013

11 სექტემბრის ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია

სიქა-ში მოქმედმა "ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის" მონაწილეებმა 11 სექტემბერს პატივი მიაგეს 12 წლის წინ აშშ-ში ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას.
Access Program participants from SIQA gathered in local park to pay respect to those almost 3000 innocent people who have lost their lives in NYC, Virginia and Pennsylvania 12 years ago. The students have created posters with some patriotic slogans, such as "These colors don't run!", "Stand strong America!", "United We’ll Stand!" and "America and Us: Perfect Together!” to show our deepest solidarity with American people.

Tuesday, September 10, 2013

სიქა-ს მოხალისეები ტრენინგ-კურსზე სომხეთში

სიქა-ს მოხალისეები, კლუბ "სიქა მოგზაურის" წევრები, 8-14 სექტემბერს სომხეთში ესწრებიან საერთაშორისო ტრენინგ კურსს "PATH OF PEACEFUL WARRIOR". ტრენინგში მონაწილეობას იღებს 26 ახალგაზრდა ევროკავშირისა და ამოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 

9 სექტემბერს სიქა-ს გუნდი კაზრეთს ეწვია

ქვემო ქართლში  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  კოორდინატორებმა კაზრეთის #2 საჯარო სკოლაში კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს გააცნეს პროგრამის მეოთხე წლის სამოქმედო გეგმა, შეიმუშავეს მუშაობის კონკრეტული სქემა.
კლუბის წევრებმა მუშაობა დაიწყეს მცირე გრანტების კონკურსისათვის საპროექტო აპლიკაციებზე . შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბების 25 წევრი.

Sunday, September 8, 2013

ახალი სეზონი სიქა-ს კლუბებში იწყება!

სიქა-მოგზაური
 "სიქა–მოგზაური" მოგზაურთა კლუბია, რომელსაც სიქა–საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მოხალისეები მართავენ. კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციასა და გამოცდილებას მოგზაურობის შესახებ.
თუ თქვენ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი ამ ამაღელვებელი სფეროს შესახებ, თუ თქვენ გეგმავთ დამოუკიდებლად წამოიწყოთ დაუვიწყარი ტური, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაშინ ეს კლუბი სწორედ თქვენთვისაა.
კლუბში რეგისტრაციისათვის შეავსეთ ონლაინ ანკეტა:  http://webanketa.com/forms/6mtkgdhk5ws30rb56gt38dr/


კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისათვის"
კლუბი 18-25 წლის ახალგაზრდებისათვის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" - იწყებს დაინტერესებულ პირთა განცხადების მიღებას!.
იჩქარეთ ონლაინ აპლიკაციის შევსება კლუბში გასაწევრიანებლად!
https://docs.google.com/forms/d/14PLxUlIQwnOb3CGeVgiUFN9oO9FMv-_0p6zJfNvLnGY/viewform


"მოსწავლეთა დებატ კლუბი"
"მოსწავლეთა დებატ კლუბი" აცხადებს ლიდერობისა და დებატების ხელოვნებით დაინტერებული VIII-XII კლასელი მოსწავლეების მიღებას. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 სექტემბერი. დეტალური ინფორმაციისათვის გაეცანით კლუბის განაცხადს, შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია და გააგზავნეთ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამასთზე. გისურვებთ წარმატებებს!
https://docs.google.com/forms/d/1aMIDdRvmniO6HBD32PrMXhZlWiHwYVcT2JmjWi_fMcI/viewform

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქველმოქმედების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

5 სექტემბერს სიქას ადგილობრივმა და უცხოელმა მოხალისეებმა რუსთავის სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებთან ერთად ქველმოქმედების საერთაშორისო დღე აღნიშნეს აქციით „გახდი ქველმოქმედი“.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით რამდენიმე ოჯახი შეარჩიეს, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
5 სექტემბერს რუსთავის მოსახლეობას პოსტერებითა და ფლაერებით მოუწოდეს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისკენ, რომ ერთად დაეხმარონ აღნიშნულ ოჯახებს.
აქცია მიმდინარე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მოგმართავთ თქვენც, შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს.
საჭიროები:
• ტანსაცმელი: ბიჭების ასაკი: 4, 6, 12, 13, 15 წლის, 6 თვის
გოგონების ასაკი: 2, 5, 9 წლის
• საკვები
• სასკოლო ნივთები

დგვიკავშირდით:
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
შარტავას #4 მ/ტ , ქ. რუსთავი
ტელ: 223133, 
საკონტაქტო პირი: ნიკა გაბათაშვილი 599 122 631

სიქა-ს EVS მოხალისის წერილი ირლანდიური ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე


ირლანდიაში სიქა-ს EVS მოხალისის მარიამ კოშაძის Mariam Koshadze სტატია ქალებზე ძალადობის თემაზე. გამოქვეყნებულია ირლადიური ორგანიზაციის Sport Against Racism Irland - SARI ინტერნეტ გვერდზე.
http://sarilab.wordpress.com/2013/08/16/georgian-rugby-players-say-no-to-violence-against-women/