რუსთაველი მოზარდებისთვის ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.
პროგრამა განკუთვნილია 13-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებიდან და ხორციელდება საქართველოს 25 ქალაქსა და დაბაში.
ქ.რუსთავში შეირჩევა პროგრამის მონაწილე 25 მოსწავლე. შერჩეული 25 მოსწავლე გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს. ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომლის ელ.ვერსია დაგზავნილია ქ.რუსთავის საჯარო სკოლებში. აპლიკაციის მიღება ასევე შესაძლებელია სიქას ოფისში 12:00-18:00 სთ-ში შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56. შევსებული აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების (დოკუმენტების ჩამონათვალი მითითებულია აპლიკაციაში) მიღება დასრულდება ა/წ 5 ოქტომბერს.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ასაკი: 13-16 წლის
- ინგლისური ენის ცოდნა: შერჩეული მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურს საბაზისო დონეზე მაინც.
- სოციო-ეკონომიკური სტატუსი: დაბალი ან ქვედა-საშუალო ფენიდან/ ეკონომიკურად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან
- აკადემიური მოსწრება: შერჩეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე სკოლაში უნდა შეესაბამებოდეს 7 ქულას მაინც (10 ქულიან სისტემაში)
- ყოფაქცევა: შერჩეული მოსწავლის ყოფაქცევა სკოლაში შეფასებული უნდა იყოს, როგორც მისაღები/დამაკმაყოფილებელი მაინც
No comments:
Post a Comment