Friday, November 28, 2014

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე

28 ნოემბერს, სიქას ოფისში, პროგრამა "მომავლის თაობაში" ჩართული რუსთავის სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგი მოიცავდა ინფორმაციას აივ/შიდსის, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გავლენისა და საზიანო შედეგების შესახებ. მოეწყო დისკუსიები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ინფექციური დაავადებების თაობაზე. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსგავს ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ სოც.მედიის კოორდინატორმა მოსწავლეებს გააცნო სამოქალაქო განათლების პორტალი http://www.civics.ge/, სამოქალაქო ინიციატივების ფეისბუკის გვერდი https://www.facebook.com/civicinitiatives, ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის ამსახველი ბლოგი http://momavlistaoba-siqa.blogspot.com/, ასევე ინფორმაცია მიაწოდა სოც.მედიის ტრენინგის შესახებ.

Wednesday, November 26, 2014

კლუბი "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” აგრძელებს შეხვედრებს

26 ნოემბერს მორიგი შეხვედრა ჩაატარდა კლუბმა "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” . სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ჰანამ და ლუსიმ მონაწილეებს შეასწავლეს ფერადი ქაღალდებით რამდენიმე ახალი საახალწლო ორნამენტის მომზადება. საკლუბო სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 16:00 სთ-ზე სიქას ოფისში მისამართზე რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12/56. კლუბი ღიაა ყველა ასაკის მსურველებისათვის.

ვიზიტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებში

26 ნოემბერს, სიქას წარმომადგენლებმა პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
კალინინოს, ნაზარლოსა და გარდაბნის #4 სკოლებში, ქვემო ქართლში პროგრამის მენეჯერი  და კოორდინატორები, შეხვდნენ სკოლის დირექტორებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსა და მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროგრამის დანიშნულება, მიზანი და მუშაობის პრინციპები. სკოლებში უკვე გამოთქვეს სურვილი სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბების და მოსწავლეებმა 1 დეკემბრის, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, აღნიშვნაზეც დაიწყეს ფიქრი.
ორგანიზაცია  აღნიშნულ სკოლებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარებასაც გეგმავს.
პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

Tuesday, November 25, 2014

სიქას მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში "Silent conversation"

სიქას მოხალისეებმა სალომე მასხარაშილმა და ნინო კვიჟინაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში "Silent conversation", რომელიც თურქეთში, ქალაქ ერზრუმში ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, ალბანეთიდან და საქართველოდან, სულ 10 ახალგაზრდა. ტრენინგის განმავლობაში ახალგაზრდები დაეუფლნენ ჟესტების ენას „Gestuno language“. მონაწილეები მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყნებში გააზიარებენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან საკომუნიკაციოდ აქტიურად გამოიყენებენ.

Sunday, November 23, 2014

ჩატარდა კლუბის "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” პირველი სამუშაო შეხვედრა

19 ნოემბერს ჩატარდა კლუბის "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” პირველი სამუშაო შეხვედრა. მონაწილეებს სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ჰანამ და ლუსიმ შეასწავლეს ფერადი ქაღალდებით რამდენიმე საახალწლო ორნამენტის მომზადება. საკლუბო სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ყველა ოთხშაბათს, 16:30-ზე სიქას ოფისში მისამართზე ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12/56. კლუბი ღიაა ყველა ასაკის მსურველებისათვის.

Monday, November 17, 2014

სიქა-ს ახალი კლუბი „Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ”


სიქა-ს EVS-ევროპელი მოხალისეები ჰანა და ლუსი გერმანიიდან და ბეატა პოლონეთიდან, გთავაზობთ ჩაერთოთ სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კიდევ ერთ სახალისო და კრეატიულ კლუბში „Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ”.

კლუბის მიზანი: მოზარდებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითობისა და ხელსაქმის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
საკლუბო შეხვედრებისას მონაწილეები დაეუფლებიან ფერადი ქაღალდებითა და სხვადასხვა რესურსებით საშობაო და საახალწლო დეკორაციების შექმნის ხელოვნებას.
ევროპელ მოხალისეებთან კომუნიკაციით კლუბის წევრები აიმაღლებენ ინგლისური ენის ფლობის დონეს. 
კლუბის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა რუსთავის მოხუცებულთა სახლს, ოჯახური ტიპის სახლებს, საბავშო ბაღებს ან სხვა დაწესებულებებს.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს მიუხედავად ასაკისა.
კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება 19 ნოემბერს 16:30 სთ-ზე სიქა-ს მეგობრობის ოფისში.
მისამართი: რუსთავი, მეგობრობის ქ. კორპუსი 12, ბინა 56.
საკონტაქტო ტელეფონი: 0341 223133

Friday, November 14, 2014


სიქა–ს გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გუნდის აქტიური წევრი, ტრენერი, პროგრამების კოორდინატორი, აქტიური ახალგაზრდული ლიდერი ნინი ვარდიაშვილი. ნინის მიერ წამოწყებული მრავალ კეთილ და საინტერესო საქმისა და ინიციატივის განხორციელებას სიქა–ს წევრები უწყვეტად განაგრძობენ მომავალშიც.
პანაშვიდი: 15, 16, 17 ნოემბერს მისამართზე: რუსთავი, ტაშკენტის #5-78, მე-4 სადარბაზო, მე-5 სართული
დაკრძალვა სამშაბათს, 18 ნოემბერს, 9:30 სთ-ზე გადასვენება რუსთავის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, 13:00სთ-ზე გამოსვენება. მისამართი: ფალიაშვილის ქ.

Tuesday, November 11, 2014

სიქა-მ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გაუზიარა პროგრამებში Youth in Action და Erasmus + მუშაობის გამოცდილება

10 ნოემბერს სასტუმრო "ამბასადორში" სიქა-ს წარმომადგენელმა ორგანიზაცია "უმცირესობის საკითხების ევროპული ცენტრის" მოწვევით მონაწილეობა მიიღო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში. შეხვედრაზე ინგა პაიჭაძემ დამსწრეთ გააცნო სიქას გამოცდილება პროგრამა Youth in Action-ის განხორციელებაში და ახალი შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა Erasmus + აძლევს ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ მუშაკებს. სემინარის მონაწილე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები პროგრამა Erasmus + ჩასართავად.

Monday, November 10, 2014

ახალგაზრდული კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" მორიგი შეხვედრა გაიმართა

9 ნოემბერს გაიმართა ახალგაზრდული კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" მორიგი შეხვედრა. საკლუბო ტრენინგის მიზანი - ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა. კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების შესახებ. კლუბის ორი წევრი ნინო კვიჟინაძე და სალომე მასხარაშვილი ნოემბერში თურქეთში დაგეგმილი გაცვლითი პროექტის მონაწილედ შეირჩა .

Saturday, November 8, 2014

ქალთა კლუბის "კარიერული ზრდა და პროფესიული თვითრეალიზება" პირველი შეხვედრა ჩატარდა

7 ნოემბერს ჩატარდა ქალთა კლუბის "კარიერული ზრდა და პროფესიული თვითრეალიზება" პირველი შეხვედრა. კლუბის წევრები ორი თვის განმავლობაში აიმაღლებენ სამუშაოს მაძიებლისათვის საჭირო კომპეტენციებს, გახდებიან უფრო დასაქმებადნი. ტრენინგებს მოდული შემუშავდა სიქას ამერიკელი მოხალისის ალ ჩანდლერის დახმარებით. კლუბში გაწევრიანდნენ ქალბატონები ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან: წალკიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან და რუსთავიდან.

Friday, November 7, 2014

სიქას აქტიური წევრები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში ICT ABC

სიქას აქტიური წევრები ანი ციცქიშვილი და თამუნა ქურდაძე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში ICT ABC, რომელიც ტარდება პოლონეთში. ტრენინგს ესწრება 18 ახალგაზრდული მუშაკი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ერთამენთს უზიარებენ ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობისას საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, სწავლობენ საინფრომაციო ტექნოლოგიების გამოყენების ახალ შესაძლებლობებს.

Monday, November 3, 2014

იკატის პრეზენტაცია სიქა-ს ოფისში

31 ოქტომბერს სიქა-ს ოფისში მოეწყო ინტეგრირებული, კომპიუტერზე ადაპტირებული ტრენინგის ინსტრუმენტის (იკატი) პრეზენტაცია. იკატი წარმოადგინა ორგანიზაცია "ბემონმა", რომელიც სიქასთან თანამშრომლობს პროექტ "არასამთავრობო სექტორის პოტენციალის გაძლიერება განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და ახალგაზრდებში, აივ კონსულტირებისა და ტესტირების“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სიქას ახალგაზრდული მუშაკები, რუსთავის სოციალური სამსახურის თანამშრომლები.