სიქა-ს ორგანიზებით და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მარნეულის მუნიციპალიტეტში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირის მიზანი იყო ვაჟების გააქტიურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა დაახლოება-დამეგობრება.
აპრილისა და მაისის თვეებში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კაჩაგანის, ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, თაქალოს, დამიაგეორარხის, ზემო სარალის და ქვემო სარალის საჯარო სკოლების სამოცამდე უფროსკლასელმა მოსწავლემ.
18 მაისს სოფელ კაჩაგანის #1 საჯარო სკოლის მოედანზე გაიმართა ფინალური შეხვედრა კაჩაგანის #1 და ზემო სარალის სკოლების გუნდებს შორის. ტურნირის ჩემპიონი მასპინძელი, კაჩაგანის #1 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს გადაეცა გრენბურთის ბადე და ბურთი, გამარჯვებული გუნდი კი დაჯილდოვდა სპეციალური თასით.
ფრენბურთის ტურნირი მოეწყო პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას USAID–ის დაფინანსებით ახორციელებს PH International, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:
Post a Comment