Wednesday, July 27, 2016

ტრენინგი "პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ"

სიქა განაგრძობს ახალგაზრდული ლიდერებისა და მოხალისეების გადამზადებას პირველადი დახმარების გაწევის კუთხით. 
26 ივლისს სიქა-ს ოფისში სიქა-ს და პარტნიორი ორგანიზაცია EMT-ს მოხალისეებისა და ბანაკის ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ექიმი ეკა შატაკიშვილი. 
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის ხერხებს და შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და ექიმისგან მიიღეს სასარგებლო რჩევები.
საერთაშორისო პროგრამა CISV-სთან თანამშრომლობის შედეგად, სიქას ახალგაზრდული ლიდერები სისტემატიურად ეცნობიან CISV-ს 64 წლიან გამოცდილებას ბანაკის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების გაწევის შესახებ.
სიქას ყოველწლიურ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებზე ახალგაზრდულ ლიდერებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, შეიტყონ მეტი პირველადი დახმარების გაწევის ახალი მეთოდების შესახებ.

Wednesday, July 20, 2016

სიქა-ს "ხელნაკეთი ნივთების კლუბის" წევრების ნამუშევრების გამოფენა

სიქა - ს უცხოელი EVS მოხალისეები, რამდენიმე წელია უძღვებიან ხელნაკეთი ნივთების კლუბს, სადაც დაწყებითი კლასების მოსწავლეები ამზადებენ სხვადასხვა საინტერესო და გამოსადეგ ნივთებს. ა/წ 20 ივლისს, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, მოეწყო კლუბის წევრების ნამუშევრების გამოფენა. რუსთაველი ბავშვების წასახალისებლად, გამოფენის პარალელურად პარკში ჩატარდა სხვადასხვა სახალისო აქტივობები, რომლებსაც სიქას-ს უცხოელი და ქართველი მოხალისეები უძღვებოდნენ. აქტივობებში ხალისით ჩაერთვნენ პარკის პატარა და ზრდასრული დამსვენებლები. ფოტოალბომი

Sunday, July 10, 2016

„ფოტომარათონში“ გამარჯვებული ფოტოების გამოფენა


9 ივლისს სიქამ „ფოტომარათონში“ გამარჯვებული ფოტოების გამოფენა მოაწყო რუსთავის პარკის ამფითეატრში.

25 ივნისს სიქას მიერ ორგანიზებულ ფოტომარათონში, რომელიც 15 საათს გრძელდებოდა მონაწილეობა მიიღეს რუსთაველმა და თბილისელმა ახალგაზრდა ფოტომოყვარულებმა. საინტერესო ნამუშევრებს შორის ჟიურიმ ხუთი გამარჯვებული გამოარჩია. ფავორიტი ფოტო ამოარჩია კაფე „ასკილმაც“.
ფოტომარათონის გამარჯვებულთათვის პრიზები დააწესეს კომპიუტერულმა კომპანიამ „ატომი“, ფასდაკლების საიტმა „სვუპი“. ფოტოსალონმა „მაიკო“ გამოფენისათვის დაბეჭდა ყველაზე მეტი „მოწონების“ მქონე ფოტოები, სიქამ კი პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროექტში.
გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება კაფე „ასკილში“, სადაც გამოფენილი იქნება ფოტომარათონში მონაწილე 15 ყველაზე პოპულარული ფოტო. ვიდეო

Friday, July 8, 2016

სიქა უცხოელ პარტნიორებთან ერთად იწყებს ახალ პროგრამას

სიქა გერმანულ ორგანიზაცია DRA -სთან ერთად ახორციელებს პროექტს „We Can Do More! - The Development of civic participation of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" - „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტში ასევე ჩართულია უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია ქ. კიევიდან „Agency of Educational Policy Development" და არასამთავრობო ინიციატივა „School Projects” სანკტ-პეტერბურგიდან (რუსეთი);

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით და მათი დახმარებით ამ რეგიონების ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული მონაწილეობის წარმატებული მოდელის U18 (Under 18) გავრცელება.