პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით და მათი დახმარებით ამ რეგიონების ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული მონაწილეობის წარმატებული მოდელის U18 (Under 18) გავრცელება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონის პედაგოგები და რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ ორდღიან სამუშაო შეხვედრებს, სადაც გაეცნენ U18 მეთოდიკას, პროგრამის მიმდინარეობას გერმანიასა და უკრაინაში.
5-6 ივლისს ტრენინგი ჩატარდა ქ. თბილისიში, რომელსაც დაესწრო ქ. რუსთავის, თბილისისა და გორის 15 პედაგოგი, 7-8 ივლისს ქუთაისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებს დაესწრნენ პედაგოგები იმერეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ ფასილიტატორები გერმანიიდან რომან ელსნერი და დომინიკ ელგნერი და პროექტის კოორდინატორი უკრაინიდან ლუდმილა პარაშენკო.
ვორკშოპის მონაწილეები დაინტერესდნენ ახალი პროგრამით U18, იმუშავეს პროგრამის საქართველოს რეალობაზე მორგებისა და განხორციელების შესაძლებლობაზე.
No comments:
Post a Comment