Monday, September 26, 2016

გიწვევთ დოკუმენტური ფილმის "კორპუსები" ჩვენებაზე

ოქტომბერს სიქას მეგობრულ ოფისში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „კორპუსები“ ჩვენება. ფილმი შექმნილია 6 EVS მოხალისეს მიერ,  რომლებმაც 1 წელი გაატარეს სხვადასხვა ქვეყნის 5 ქალაქში. ამ ქალაქებს ნაცრისფერი კორპუსები აერთიანებთ. მოხალისეებმა გადაწყვიტეს უკეთ გაეგოთ რა ხდება კორპუსებს შიგნით, მათ აღმოაჩინეს რომ მსგავს შენობებში, საინტერესო და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ოჯახები ცხოვრობენ.
თუ გსურთ მიჰყვეთ მოხალისეების გზას და გაიგოთ, როგორია კორპუსების ცხოვრება, მობრძანდით სიქას მეგობრულ ოფისში. ა/წ 5 ოქტომბერს 17:00 საათზე. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი #12/56.  დასწრება თავისუფალია.

Friday, September 23, 2016

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან

21 სექტემბერს სიქას სამუშაო ჯგუფმა პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში, გამართა საინფორმაციო შეხვედრა სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. შეხვედრას დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების არაფლოს, ქვემო სარალის, ყულარის, კაჩაგანის #1, კაჩაგანის #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. სიქას წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, გააცნეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობები, გადასცეს საკლუბო მუშაობისათვის საჭირო რესურსები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.

Sunday, September 18, 2016

მონაწილეობა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Safety traffic"

5-14 სექტემბერს მალტაში პროგრამა "Erasmus plus" ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Safety traffic", რომელშიც სიქას მიერ წარგზავნილი ქართული დელეგაცია მონაწილეობდა. პროექტის განმავლობაში 6 ქვეყნის 41 ახალგაზრდა მსჯელობდა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის თემაზე, რისკებზე, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას, უყურადღებო ტარებას, სიჩქარის გადაჭარბებას და სხვა მსგავს ქმედებებს მოყვება.

Tuesday, September 13, 2016

სიქა-ს ორგანიზებით დელეგაცია საქართველოდან ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას და შეჯამებას დაესწრო


7-10 სექტემბერს სიქა-ს ორგანიზებით დელეგაცია საქართველოდან ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას და შეჯამებას დაესწრო.
სიქა-ს პარტნიორობით გერმანული ორგანიზაცია DRA ახორციელებს საერთაშორისო პროექტს "We Can Do More! - The Development of civic activity of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" "მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტი მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში. 
ქართული დელეგაცია, უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ეწვია ბერლინის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს, გაეცნო ახალგაზრდული არჩევნების მიმდინარეობას. დაესწრო U18 არჩევნების შედეგების შეფასებას, არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლების მიერ პარტიების პროგრამების პრიორიტეტების წარდგენას. გერმანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების კუთხით. ფოტოგალერეა

სიქა-ს კლუბების ახალი სეზონი

11 სექტემბრიდან სიქა-ში განახლდა კლუბები, რომელსაც უძღვება EVS მოხალისე გერმანიიდან ჰიკარუ ული.
"ხელნაკეთი ნივთების კლუბში" მიიღებიან მონაწილეები 6 წლის ასაკიდან, ხოლო დანარჩენ კლუბებში - 15 წლიდან ზევით. 
ყველა კლუბი არის უფასო!
გელით თქვენთვის სასურველ კლუბში მისამართზე: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი #12-56, ან დაგვიკაშირდით ტელეფონით სამუშაო დღეების განმავლობაში: 0341 223133

Thursday, September 8, 2016

ვიზიტი ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდულ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით


ქართული დელეგაცია ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდულ არჩევნებს აკვირდება.
სიქა-ს პარტნიორობით გერმანული ორგანიზაცია DRA ახორციელებს საერთაშორისო პროექტს "We Can Do More! - The Development of civic activity of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" „„მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტი მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში. 
7-10 სექტემბერს ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან სიქას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციების წარმოამდგენლები, უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ბერლინში დააკვირდება ახალგაზრდულ არჩევნებს სხვადასხვა უბნებში, შეხვდებიან გერმანელ სამოქალაქო განათლების ექსპერტებს, აქტიურ ახალგაზრდებს, ეწვევიან გერმანულ სამოქალაქო ორგანიზაციებს.