ქართული დელეგაცია ბერლინში U18 პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდულ არჩევნებს აკვირდება.
სიქა-ს პარტნიორობით გერმანული ორგანიზაცია DRA ახორციელებს საერთაშორისო პროექტს "We Can Do More! - The Development of civic activity of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" „„მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტი მიმართულია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისაკენ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც ჯერ არა აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში.
7-10 სექტემბერს ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან სიქას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონული ორგანიზაციების წარმოამდგენლები, უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ბერლინში დააკვირდება ახალგაზრდულ არჩევნებს სხვადასხვა უბნებში, შეხვდებიან გერმანელ სამოქალაქო განათლების ექსპერტებს, აქტიურ ახალგაზრდებს, ეწვევიან გერმანულ სამოქალაქო ორგანიზაციებს.
No comments:
Post a Comment