Monday, September 25, 2017

სიქას წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაშია პოლიტიკური განათლების თემაზე

21 სექტემბერს სიქას წარმომადგენლებმა ინგა პაიჭაძემ და ცირა თავშავაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაშია პოლიტიკური განათლების თემაზე. კონფერენცია, გაიმართა გერმანიაში, ქ. ბერლინში, ისაუბრეს პროგრამა U18-ის ორგანიზების გამოცდილებაზე გერმანიაში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს U18-ის ქართულ ვერსიაზეც, რომელიც საინტერესო და ინოვაციური მიდგომაა პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით.

Thursday, September 21, 2017

სიქას დახმარებით კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა შეუერთდა EVS მოხალისეობრივ პროექტს

კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა - თამუნა აღნიაშვილი სიქას დახმარებით შეუერთდა EVS მოხალისეობრივ პროექტს ქ. დრაგაშანში, რუმინეთი. თამუნა სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის დაგეგმავს და განახორციელებს ახალგაზრდულ არაფორმალურ აქტივობებს, რომელთა მიზანი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. პროექტში მონაწილეობის შედეგად თამუნა განივითარებს უცხო ენებზე კომუნიკაციის, ინტერკულტურულ, სამოქალაქო და სხვა საკვანძო კომპეტენეციებს.

Tuesday, September 12, 2017

Step Forward - პრაქტიკული ინგლისურის კურსი სიქა-ში სპეციალურ ფასად რუსთაველებისთვის

Step Forward - პრაქტიკული ინგლისურის კურსი მათთვის, ვისაც საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა სურთ.
კურსს რუთავში ადმინისტრირებას უწევს სიქა.  სწავლა მთლიანად დამყარებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობაზე, რაც გულისხმობს არაფორმალური მეთოდებით სწავლას “Learning by doing”. შემუშავებულია EMT განათლებისა და მართვის გუნდში  და ეფუძნება CISV და Erasmus+ აქტივობებს. კურსს წარუძღვებიან ქართველი ლიდერები, რომლებსაც არაერთ საერთაშორისო პროექტში აქვთ მიღებული მონაწილეობა. პერიოდულად გვეყოლება უცხოელი მოწვეული სტუმრები.
თითოეული მეცადინეობა დაეთმობა კონკრეტულ თემას ან სიტუაციას, რომლის ფარგლებშიც გვექნება სიმულაციები, როლური თამაშები, დისკუსიები და სხვა. რა თქმა უნდა ყველაფერი ინგლისურ ენაზე. საწყის ეტაპზე შესაძლებელი იქნება „თარგმნის შესვენებების“ გამოყენება.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, სურვილის შემთხვევაში ჯგუფთან მუშაობა გაგრძელდება 2018 წლის ზაფხულამდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 10-13 წელი
ჩატარების დრო: კვირა, 10:00-13:00 სთ.
კურსის ღირებულება რუსთავში: 49 ლარი თვეში.
გაიცემა სერტიფიკატი
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://webanketa.com/forms/68s36dsn60qkcdk56rv6ce9k/
რეგისტრაცია გაგრძელდება 13 ოქტომბრამდე. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 15 ოქტომბრიდან.

Monday, September 11, 2017

მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი სიქა-ში სპეციალურ ფასად რუსთაველებისთვის

სიქა  EMT-სთან თანამშრომლობით გთავაზობთ „მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს“, რომლის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის უნარების შეძენა.  არაფორმალური განათლების მეთოდებით მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს და თვითონ გამოაქვთ დასკვნები. ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდის მიმღებლობის გაზრდას და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან. კურსი წლებია მიმდინარეობს თბილისში EMT  განათლებისა და მართვის გუნდში და ახლა უკვე რუსთავშიცაა ხელმისაწვდომი სპეციალურ ფასად.
მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1.       გაცნობა-ჯგუფური შეთანხმება;
2.       ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა;
3.       ტოლერანტობა/პატივისცემა;
4.       ეფექტური კომუნიკაცია;
5.       გუნდურობა;
6.       ლიდერობა;
7.       სტერეოტიპები;
8.       კულტურული მრავალფეროვნება;
9.       შემოქმედებითობა;
10.   პასუხისმგებლობა;
11.   პრეზენტაციის უნარები;
12.   ლოგიკური აზროვნება/დაკვირვება
კურსის დახურვა.

 თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგ-კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოსწავლეებს შემდეგ 2 ასაკობრივ კატეოგორიაში:
·         9-დან 12- წლამდე,  კვირას, 13:30 -15:30 სთ.
·         13დან 17 -წლამდე, კვირას,   16:00 - 18:00 სთ.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულება რუსთავში: 39 ლარი თვეში
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://webanketa.com/forms/68s36dsn6cqkjcb671gp6rk5/
რეგისტრაცია გაგრძელდება 6 ოქტომბრამდე. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 8 ოქტომბრიდან.

Monday, September 4, 2017

U18 პროგრამის ფარგლებში თბილისში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

3-4 სექტემბერს სიქამ ორგანიზება გაუკეთა სამუშაო შეხვედრას თბილისში U18 პროგრამის ფარგლებში. პროექტი "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" - ახალი პროექტია, რომელსაც საქართველოში სიქა წარმოადგენს. პროექტში ჩართულია საქართველოს 10 რეგიონი. თბილისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტემ მონაწილეებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები. პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის.