20-24 ივნისს სიქას ოფისში მოეწყო ინგლისური ენის შესწავლის
ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის English Access Micro scholarship Program ბენეფიციართათვის
საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-მა რუსთაველმა მოსწავლემ. 4 დღის განმავლობაში
მიმდინარეობდა ინგლისური ენის უნარ-ჩვევების განმავითარებელი აქტივობები (მეტყველება,
მოსმენა, წერა, კითხვა), პროექტების პრეზენტაციები, ინტერაქტიული თამაშები, სკაიპ-ჩართვები
სხვადასხვა ქვეყნებთან: იაპონია, შრი-ლანკა, აშშ, პაკისტანი, რუსეთი, გერმანია. საზაფხულო
სკოლის მეხუთე დღეს მოეწყო გასვლითი ღონისძიება-ექსკურსია შიო-მღვიმეში. პროგრამის
მეორე წელი სექტემბრიდან განახლდება.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Monday, June 25, 2018
Saturday, June 23, 2018
სიქამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის"
22 ივნისს სიქამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის". ფორუმის მიზანი იყო ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების შეკრება თბილისში მომავალი თანამშრომლობის მიზნით. სიქამ წარმოადგინა მიმდინარე აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია ბეჭდური მასალის სახით და გაუზიარა ფორუმზე დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ღონისძიება განახორციელა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
Thursday, June 21, 2018
დასრულდა სიქას ლიდერთა კლუბის 2018 წლის გაზაფხულის სეზონი
17 ივნისს დასრულდა სიქას ლიდერთა კლუბის 2018 წლის გაზაფხულის სეზონი. სამი თვის განმავლობაში 9-12 წლის მოზარდებმა ყოველკვირეული საკლუბო შეხვედრების საშუალებით გაიუმჯობესეს ლიდერობის, კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარები. ლიდერთა კლუბის კურსადმთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.
Thursday, June 14, 2018
პროგრამის "მომავლის თაობა" სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლში
13 ივნისს სიქას ორგანიზებით მარნეულის კულტურის სახლში ჩატარდა პროგრამის "მომავლის თაობა" 2018 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება. პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საკლასო და საკლუბო პროექტები, სათემო ინიციატივები. შეჯამდა სკოლების მუშაობა. საანგარიშო პერიოდის აქტიური სკოლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. შეხვედრას დაესწრო 110 ადამიანი - სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
პროექტის "ბიბლიოთეკა სკოლაში" შემაჯამებელი ღონისძიება
8 ივნისს სიქას აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის პროექტის "ბიბლიოთეკა სკოლაში" შემაჯამებელ ღონისძიებას. პროექტი განხორციელდა პროგრამის "მომავლის თაობა" საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის მენეჯერის ნინო ნადაშვილის ხელმძღვანელობით ქართული მხატვრული ლიტერატურით გამდიდრდა სკოლის ბიბლიოთეკა. მცირე გრანტით შეძენილი ინვენტარით მოსწავლეებმა დაბეჭდეს ქართული ენის სასწავლო ელ.ლიტერატურა, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ბიბლიოთეკისთვის შეძენილი ახალი ქართული მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, ასევე გაიზარდა მოთხოვნილება მოსწავლეების მიერ ახალამობეჭდილ და დაკაბადონებულ ქართული ენის სასწავლო წიგნებზე.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სცენები ქართულ ენაზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ დარბაზის თემის წევრები. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ქართული ენის შესწავლას, რაც დაეხმარება მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სცენები ქართულ ენაზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ დარბაზის თემის წევრები. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ქართული ენის შესწავლას, რაც დაეხმარება მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
სიქას მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს მოხალიესობის ფორუმ/გამოფენაში
31 მაისს სიქას, CISV Georgia და EMT მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში ყოველწლიურ მოხალისეობის ფორუმ/გამოფენაში, რომელშიც 30 სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობდა. ფორუმი ორგანიზებული იყო "ჰელფინ ჰენდის" მიერ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
Subscribe to:
Posts (Atom)