პროექტის "ბიბლიოთეკა სკოლაში" შემაჯამებელი ღონისძიება
8 ივნისს სიქას აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის პროექტის "ბიბლიოთეკა სკოლაში" შემაჯამებელ ღონისძიებას. პროექტი განხორციელდა პროგრამის "მომავლის თაობა" საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის მენეჯერის ნინო ნადაშვილის ხელმძღვანელობით ქართული მხატვრული ლიტერატურით გამდიდრდა სკოლის ბიბლიოთეკა. მცირე გრანტით შეძენილი ინვენტარით მოსწავლეებმა დაბეჭდეს ქართული ენის სასწავლო ელ.ლიტერატურა, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაიწყეს ბიბლიოთეკისთვის შეძენილი ახალი ქართული მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, ასევე გაიზარდა მოთხოვნილება მოსწავლეების მიერ ახალამობეჭდილ და დაკაბადონებულ ქართული ენის სასწავლო წიგნებზე.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სცენები ქართულ ენაზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ დარბაზის თემის წევრები. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ქართული ენის შესწავლას, რაც დაეხმარება მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
პროექტი განხორციელდა პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში გაცემული მცირე გრანტით. პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment