სიქას "ხელნაკეთი ნივთების კლუბმა" განაახლა მუშაობა გერმანელი მოხალისეების რეასა და თაბეას თაოსნობით. პირველმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვებმა ფერადი ქაღალდებისგან დაამზადეს წიგნის სანიშნეები.
კლუბი ყოველ სამშაბათს ბავშვებს შესთავაზებს ხალისიან გარემოში მრავალი საინტერესო და პრაქტიკული ნივთის დამზადებას.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Tuesday, September 24, 2019
ქართველი მოხალისეები რუმინეთში მოხალისეობრივ პროექტში ჩაერთნენ
სიქამ კიდევ ორ ახალგაზრდას ანა კუზანაშვილსა და ლუკა ცერცვაძეს მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ერთწლიან მოხალისეობრივ პროექტში "Volunteering for environmental education". მოხალისეები პროექტს 8 სექტემბერს შეუერთდნენ.
რუსთავში იწყება „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ /English Access Microscholarship Program
რუსთაველი მოზარდებისთვის ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.
პროგრამა განკუთვნილია 13-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებიდან და ხორციელდება საქართველოს 25 ქალაქსა და დაბაში.
ქ.რუსთავში შეირჩევა პროგრამის მონაწილე 25 მოსწავლე. შერჩეული 25 მოსწავლე გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს. ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომლის ელ.ვერსია დაგზავნილია ქ.რუსთავის საჯარო სკოლებში. აპლიკაციის მიღება ასევე შესაძლებელია სიქას ოფისში 12:00-18:00 სთ-ში შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56. შევსებული აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების (დოკუმენტების ჩამონათვალი მითითებულია აპლიკაციაში) მიღება დასრულდება ა/წ 5 ოქტომბერს.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ასაკი: 13-16 წლის
- ინგლისური ენის ცოდნა: შერჩეული მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურს საბაზისო დონეზე მაინც.
- სოციო-ეკონომიკური სტატუსი: დაბალი ან ქვედა-საშუალო ფენიდან/ ეკონომიკურად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან
- აკადემიური მოსწრება: შერჩეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე სკოლაში უნდა შეესაბამებოდეს 7 ქულას მაინც (10 ქულიან სისტემაში)
- ყოფაქცევა: შერჩეული მოსწავლის ყოფაქცევა სკოლაში შეფასებული უნდა იყოს, როგორც მისაღები/დამაკმაყოფილებელი მაინც
პროგრამა სიქას მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის
სიქას ადმინისტრაცია მოხარულია, რომ გაქვთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.
გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა თქვენთვის საინტერესო ასაკობრივ ჯგუფში.
გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა თქვენთვის საინტერესო ასაკობრივ ჯგუფში.
რუსთავში შაბათობით, მეგობრობის 12-56-ში, მრავალპროფილიანი პროგრამა სიქა და EMT-სგან მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის
ასაკობრივ ჯგუფებში:
9-დან 11- წლამდე, შაბათს 10:00 - 12:30 სთ.
12-დან 14 წლამდე შაბათს 13:00-15:30
15-დან 17 -წლამდე, შაბათს, 16:00 - 18:30 სთ.
პროგრამის ხანგრძლივობა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულებაა: 49 ლარი თვეში.
საკონტაქტო ტელეფონი:
599 556234 პავლე
557 008757 მარიამი
კურსის ღირებულებაა: 49 ლარი თვეში.
საკონტაქტო ტელეფონი:
599 556234 პავლე
557 008757 მარიამი
პროგრამა მოიცავს:
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა;
* ფინანსებისა და დროის მართვა;
* თემატური საკითხების შესწავლა, გაანალიზება, დასკვნების გაკეთება და საზოგადოების წინაშე წარდგენა;
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება;
* გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზი;
* საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარება;
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცითი თამაში. თამაშების დროს უნარების განვითარება.
* ფინანსებისა და დროის მართვა;
* თემატური საკითხების შესწავლა, გაანალიზება, დასკვნების გაკეთება და საზოგადოების წინაშე წარდგენა;
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება;
* გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზი;
* საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარება;
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცითი თამაში. თამაშების დროს უნარების განვითარება.
ბმული რეგისტრაციისთვის
http://webanketa.com/forms/68vk6c1r70qp2cb270tp6d1s/
http://webanketa.com/forms/68vk6c1r70qp2cb270tp6d1s/
რობოტიკის სასწავლო კურსებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
სიქას რობოტიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრში დაიწყო დაიწყო II-VI კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია რობოტიკის სასწავლო კურსებზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
https://forms.gle/gJreUBbuPx5pDgBF6
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
https://forms.gle/gJreUBbuPx5pDgBF6
Friday, September 20, 2019
"ხელნაკეთი ნივთების კლუბი" მორიგ სეზონი სიქაში
თუ
ხართ 6-დან 13 წლამდე ასაკის და გიყვართ დროის კრეატიულად გატარება, მაშინ შემოგვიერთდით
სიქას ხელნაკეთი ნივთების კლუბში ყოველ სამშაბათს 12:00 საათზე. სიქას გერმანელი მოხალისეები
რეა და თაბეა შეგასწავლიან სხვადასხვა დეკორაციების დამზადებას და თამაშებს. წინ ხალისიანი
და საინტერესო შეხვედრები (ხანგრძლივობა 45 წუთი) გელოდებათ.
დასწრება
თავისუფალია (უფასოა მონაწილეებისათვის). მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ.
#12-56.
კლუბის
პირველი შეხვედრა გაიმართება სამშაბათს, 24 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე.
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ სიქას ფეისბუკის გვერდის მესინჯერში ან დაგვირეკეთ:
599433848, (0341)22 31 33
სიქა-ში გერმანული კლუბის ახალი სეზონი იწყება
სიქა აგრძელებს გერმანული ენის შემსწავლელ წრეს დამწყებთათვის, რომელიც დატვირთული იქნება სახალისო
სავარჯიშოებითა და შემეცნებითი აქტივობებით. ბავშვები ნაყოფიერად გაატარებენ 45 წუთს,
სალაპარაკო ენასთან ერთად გაეცნობიან გერმანულ კულტურას მოხალისეების თაბიას და რეას
დახმარებით.
დასწრება თავისუფალია (უფასოა), დაფინანსებულია სიქას მიერ;
ასაკი: 7-14 წელი;
შეხვედრები გაიმართება ხუთშაბათობით,
I ჯგუფი,
12:00-12:45 სთ
II ჯგუფი, 16:00-16:45 სთ
მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ სიქას ფეისბუკის გვერდის მესინჯერში ან დაგვირეკეთ: 599433848, (0341)22 31 33
Subscribe to:
Posts (Atom)