SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Saturday, August 19, 2023
უსაფრთხო სივრცე უკრაინიდან დევნილი ბავშვებისათვის
წლის შემაჯამებელი შეხვედრა
30 მაისს, სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავში გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში. ღონისძიებაზე პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ ისაუბრა 2022-2023 აკადემიური წლის შედეგების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International-ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე, მარნეულის #2 და შულავერის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს სამოქალაქო კლუბების წარმატებული საქმიანობა, ქ. ბოლნისის #5 საჯარო სკოლისა და ქ. რუსთავის #24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობებმა გააზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება, მარტყოფის #2 და რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ, სკოლა - ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები წარმოადგინეს ნახიდურის და რუსთავის #4 სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფო
რუმის მიმდინარე საქმიანობა პროგრამის ფარგლებში მიმოიხილა ლიანა ღუღუნიშვილმა- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში; დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა ფორუმ-თეატრი თემაზე „გენდერული უთანასწორობა“. წარმატებულ კლუბებს, მოსწ.თვითმმართველობსა და სამოქალაქოს მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები.
მედიაწიგნიერების პროექტი სიქა-ში
სიქამ ჩეხური არასამთავრობო, სერთაშორისო ორგანიზააციის“People In Need”-ის
ამაღლებით“. საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო მეთოდოლოგიის სახით იყენებს დოკუმენტურ ფილმებს რომლებიც შექმნილია საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიის „ერთი მსოფლიო სკოლებში“(One World In School-OWIS) ფარგლებში. სასწავლო მეთოდოლოგია მიზნად ისახავს დოკუმენტური ფილმების მეშვეობით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებზე, მედიაწიგნიერებაზე და სოციალურ თემატიკაზე.
პროექტში მონაწილეობას იღებენ რუსთაველი ახალგაზრდები და პედაგოგები ქ. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტიდან.პროექტი
ხორციელდება
ორგანიზაციის
PEOPLE IN NEED- ის
ფინანსური მხარდაჭერით,
ევროკომოკისიის
პროექტის “მედეგი სამოქალაქო
საზოგადოება
და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში.
#MiLPINGEO #PINmedia #მედიაწიგნიერება
#OWIS
სკოლა-ბიზნეს ფორუმი 2023
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 21 აპრილს, რუსთავში გაიმართა სკოლა - ბიზნესის ფორუმი, რომელზეც ქვემო ქართლის სკოლებმა წარმოადგინეს პროექტები. კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ უფროსკლასელ მოსწავლეებს და მათ მიერ შექმნილი 14 პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამ დღისათვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების გადაჭრას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის აზოტი ინდორმას გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ ისაუბრა კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე, „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანია „L TV-ის“ დირექტორმა ქეთი ქავთარაძემ დამსწრეებს გააცნო „ლილო მოლის“ თანამშრომლობა თაობა ზეტთან, შპს კუმისის დირექტორმა გოგი მაისურაძემ წარმოადგინა კუმისი, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი. სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობით კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მეტი გაიგეს ახალგაზრდების საჭიროებებისა და იდეების შესახებ. თუ ბიზნესისა და სკოლის ინტერესები გადაიკვეთა, შესაძლებელი გახდება სკოლასა და კომპანიას შორის პარტნიორული პროექტის შემუშავება. ამ შემთხვევაში, კერძო სექტორი მოსწავლეებსა და სკოლას კონკრეტული საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
საერთაშორისო პროექტი მდგრადი განვითარების თემაზე
BY – D – GE cooperation for SDGs localization“ – „ბელორუსიის - გერმანიის - საქართველოს თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებისათვის“. კვლევითი პროექტის მიზანი: პრობლემების იდენტიფიცირება ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საგანმანათლებლო დახმარების კუთხით; მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის საგანმანათლებლო დახმარების პრიორიტეტული საქმიანობების განსაზღვრა ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდების კომბინაციის გზით.
პროექტის
ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან - ქ. რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან,
ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, ბიზნესმენებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელებთან.
მოეწყო გაერთანებული შეხვედრა-დისკუსია, „ტალაკა“. კვლევის შედეგების მიხედვით გაკეთებული დასკვნა წარედგინა
დამკვეთს GIZ - საქართველოს.