Saturday, August 19, 2023

უსაფრთხო სივრცე უკრაინიდან დევნილი ბავშვებისათვის

 SIQA-ში ახალი პროექტი დავიწყეთ- უკრაინიდან დევნილ ბავშვების, მოზარდებისა და მშობლებისათვის ვქმნით უსაფრთხო სივრცეს. სიქას გერმანელი მოხალისეები ანნე და ლარა უკრაინელ ბავშვებთან მუშაობენ, ეხმარებიან მათ პიროვნულ განვითარებასა და ინგლისური ენის შესწავლაში. პროექტი მხარდაჭერილია ორგანიზაცია "People in Need" -ის მიერ.

წლის შემაჯამებელი შეხვედრა

 

30 მაისს, სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავში გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022-2023 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში. ღონისძიებაზე პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ ისაუბრა 2022-2023 აკადემიური წლის შედეგების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International-ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე, მარნეულის #2 და შულავერის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს სამოქალაქო კლუბების წარმატებული საქმიანობა, ქ. ბოლნისის #5 საჯარო სკოლისა და ქ. რუსთავის #24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობებმა გააზიარეს საკუთარი წარმატებული გამოცდილება, მარტყოფის #2 და რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ, სკოლა - ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები წარმოადგინეს ნახიდურის და რუსთავის #4 სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფო

რუმის მიმდინარე საქმიანობა პროგრამის
ფარგლებში მიმოიხილა ლიანა ღუღუნიშვილმა- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში; დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა ფორუმ-თეატრი თემაზე „გენდერული უთანასწორობა“. წარმატებულ კლუბებს, მოსწ.თვითმმართველობსა და სამოქალაქოს მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მონაწილეებს მიულოცა სიქას დამფუძნებელმა, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა პავლე თვალიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნესის წარმომადგენლები.

მედიაწიგნიერების პროექტი სიქა-ში

 სიქამ ჩეხური არასამთავრობო, სერთაშორისო ორგანიზააციის“People In Need”-ის


მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი თემაზედემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების

ამაღლებით“. საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო მეთოდოლოგიის სახით იყენებს დოკუმენტურ ფილმებს რომლებიც შექმნილია საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიისერთი მსოფლიო სკოლებში“(One World In School-OWIS) ფარგლებში. სასწავლო მეთოდოლოგია მიზნად ისახავს დოკუმენტური ფილმების მეშვეობით მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებზე, მედიაწიგნიერებაზე და სოციალურ თემატიკაზე.

პროექტში მონაწილეობას იღებენ რუსთაველი ახალგაზრდები და პედაგოგები ქ. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტიდან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის PEOPLE IN NEED- ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომოკისიის პროექტისმედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდფარგლებში

#MiLPINGEO #PINmedia #მედიაწიგნიერება #OWIS

სკოლა-ბიზნეს ფორუმი 2023

 

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 21 აპრილს, რუსთავში გაიმართა სკოლა - ბიზნესის ფორუმი, რომელზეც ქვემო ქართლის სკოლებმა წარმოადგინეს პროექტები. კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ უფროსკლასელ მოსწავლეებს და მათ მიერ შექმნილი 14 პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამ დღისათვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების გადაჭრას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის აზოტი ინდორმას გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ ისაუბრა კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე, „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანია „L TV-ის“ დირექტორმა ქეთი ქავთარაძემ დამსწრეებს გააცნო „ლილო მოლის“ თანამშრომლობა თაობა ზეტთან, შპს კუმისის დირექტორმა გოგი მაისურაძემ წარმოადგინა კუმისი, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი. სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობით კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მეტი გაიგეს ახალგაზრდების საჭიროებებისა და იდეების შესახებ. თუ ბიზნესისა და სკოლის ინტერესები გადაიკვეთა, შესაძლებელი გახდება სკოლასა და კომპანიას შორის პარტნიორული პროექტის შემუშავება. ამ შემთხვევაში, კერძო სექტორი მოსწავლეებსა და სკოლას კონკრეტული საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID დაფინანსებით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.


საერთაშორისო პროექტი მდგრადი განვითარების თემაზე

     

2023 წლის თებერვალი - ივნისის პერიოდში საერთაშორისო ექსპერტის პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით  სიქამ განახორციელა პროექტი „

BYDGE cooperation for SDGs localization“ – „ბელორუსიის - გერმანიის - საქართველოს თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებისათვის“.  კვლევითი პროექტის მიზანი: პრობლემების იდენტიფიცირება ადგილობრივ დონეზე  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საგანმანათლებლო დახმარების კუთხით; მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის  საგანმანათლებლო დახმარების პრიორიტეტული საქმიანობების განსაზღვრა ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდების კომბინაციის გზით.

          პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან - ქ. რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან, ბიზნესმენებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელებთან. მოეწყო გაერთანებული შეხვედრა-დისკუსია, „ტალაკა“.  კვლევის შედეგების მიხედვით გაკეთებული დასკვნა წარედგინა დამკვეთს  GIZ  - საქართველოს.