სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის #1 და #2 სკოლის მოსწავლეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2015 -ს ესტუმრნენ. სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ღია ცის ქვეშ ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების წარმოჩენა ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით. მოსწავლეებმა მოინახულეს მეცნიერების სხვადასხვა დარგის 65 პავილიონი, გაეცვნენ ახალგაზრდა გამომგონებლების ნამუშევრებს და თავად მიიღეს მონაწილეობა მრავალ საინტერესო ექსპერიმენტში. ვიზიტი განხორციელდა პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Tuesday, September 29, 2015
Saturday, September 19, 2015
სიქას მოხალისეებმა ჩაატარეს ტრენინგი "როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს"
17 სექტემბერს სიქას ახალგაზრდულმა მუშაკმა მარი კოშაძემ და გერმანელმა მოხალისემ ლეა ეიჩლერმა აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის კალინინოს, ჯანდარისა და გარდაბნის #4 სკოლებიდან ჩაატარეს ტრენინგი "როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს". ტრენინგი მოიცავდა 4 სტიქიურ მოვლენასა და კატასტროფას: მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი და ხანძარი. მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ არ უნდა მოიქცნენ თითოეული მათგანის შემთხვევაში.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებისათვის მოეწყო სახალისო ვიქტორინა, რომელზეც მონაწილეებს მიეცათ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა.
Friday, September 11, 2015
სიქაში მოეწყო სამაგიდო თამაშების კლუბის პირველი შეხვედრა
11 სექტემბერს სიქაში მოეწყო სამაგიდო თამაშების კლუბის პირველი შეხვედრა. სიქას გერმანელმა მოხალისემ ლეამ მონაწილეებს გააცნო სახალისო თამაში "Jungle Speed"-წესები. კლუბში კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც მონაწილეებს ეხმარება უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.
კლუბის ერთ-ერთი მიზანია სხვადასხვა თამაშების საშუალებით ქართველი ახალგაზრდები გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურას.
Thursday, September 10, 2015
სიქა ახალ ინგლისურენოვან კლუბს იწყებს
სიქა მოხარულია გაცნობოთ ახალი, ინგლისურენოვანი კლუბის შესახებ.
შემოგვიერთდით 11 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევს, სამაგიდო თამაშების კლუბში. ეს არის თქვენი შანსი ხალისიანად გაატაროთ დრო, გაიცნოთ ახალი ადამიანები და გაიუმჯობესოთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი.
თუ ხართ 13 წლის და ზემოთ, მაშინ გელით 11 სექტემბერს, 16:00 საათზე, სიქას მეგობრულ ოფისში. მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 12/56.
Wednesday, September 9, 2015
"ხელნაკეთი ნივთების კლუბის" ახალი სეზონი დაიწყო
9 სექტემბერს სიქაში გაიმართა "ხელნაკეთი ნივთების კლუბის" ახალი სეზონის პირველი შეხვედრა. კლუბს სიქას ახალი გერმანელი მოხალისე ლეა გაუძღვება ყოველ ოთხშაბათს, 16 საათზე. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებმა დაამზადეს სასკოლო ნივთების შესანახი საკიდები, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ ახალ სასწავლო წელს.
სიქა იწვევს გრაფიკული დიზაინის პროგრამების მცოდნე ახალგაზრდებს
სიქა თანამშრომლობისთვის იწვევს ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ გრაფიკული დიზაინის პროგრამების გამოყენების ცოდნა და გამოცდილება, უყვართ ინოვაცია, Pop Art და Vintage სტილი. შემოქმედებით ახალგაზრდებთან სიქა მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას. დაეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი გამოცდილების შეძენაში.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ მოკლედ თქვენი გამოცდილების შესახებ და მოგვაწოდეთ თქვენი რამდენიმე ნამუშევარი (თემის თავისუფალი არჩევანი) ელექტრონულ ფოსტაზე siqa.org@gmail.com ველით თქვენს გამოხმაურებას 20 სექტემბრამდე.
Tuesday, September 8, 2015
სიქა აგრძელებს ცნობილ “ხელნაკეთი ნივთების კლუბს”
მოგესალმებით მეგობრებო,
გვიხარია გაცნობოთ, რომ სიქა აგრძელებს ცნობილ “ხელნაკეთი ნივთების კლუბს”. ხართ დაინტერესებული, რომ შექმნათ გამოსადეგი ნივთები? გსურთ რომ ძველ საგნებს შესძინოთ ახალი სიცოცხლე? მაშინ გახდით ჩვენი კლუბის წევრი.
გელით სიქას მეგობრულ ოფისში მისამართზე ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ. 12/56, ოთხშაბათს 9 სექტემბერს 16:00 საათზე.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გვსურს კლუბი დავიწყოთ საინტერესო პროექტით - შევქმნით აქსესუარებს, რომლებიც დაგემხარებათ სკოლისთვის საჭირო ნივთების ორგანიზებაში. კლუბს შემოუერთდება სიქა ახალი EVS მოხალისე გერმანიიდან ლეა, რომელიც მოუთმენლად ელის თქვენთან ერთად მუშაობას.
გაატარეთ საზაფხულო არდადაგების ბოლო კვირა სასიამოვნოდ და შემოგვიერთდით, გელით ყველა მსურველს.
Subscribe to:
Posts (Atom)






