საპარლამენტო (ბრიტანული) დებატების ტრენინგები ჩაატარა სიქასა და CTC (ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი) ტრენერებმა ზუგდიდის მოსწავლე-სტუდენტობისთვის. ტრენინგები ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციის "დეას" ორგანიზებით მოეწყო.
13-14 დეკემბერს ტრენინგები 2 პარალელურ ჯგუფში მიმდინარეობდა, რომელსაც ჯამში 50-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მოკლედ გაეცვნენ დებატების სხვადასხვა სახეობას (ღირებულებითი, პოლიტიკური, საპრეზიდენტო, საჯარო დებატები) დეტალურტად შეისწავლეს საპალამენტო დებატის სტრუქტურა, თამაშის წესები, მომხსენებელთა მოვალეობები, კარგი პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მოეწყო 2 თამაში სხვადასხვა რეზოლუციებზე და მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს.
დებატების ტრენინგების ციკლი გაგრძელდა 15-16 დეკემბერსაც. ამჯერად ტრენინგებს ზუგდიდელი ახალგაზრდების სხვა ჯგუფი ესწრებოდა.
დებატების ტრენინგები სხვადასხვა რეგიონებშიც ჩატარდება. სიქას ორგანიზებით კი დებატების მეგობრული ტურნირი იგეგმება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სტუდენტ-ახალგაზრდებს შორის.
No comments:
Post a Comment