12 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა შეხვედრა მოსწავლეთა თვითმმართველობების აქტიური წევრების, სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების, სასკოლო სამოქალაო კლუბების წევრებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა რუსთავის #18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ბასტიონი", რომელმაც სიქა-ს მეურვეობითა და ხელშეწყობით განახორციელა მცირე საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებშიც სკოლაში მოეწყო რადიოკვანძი. სკოლის მიერ განხორციელებულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა განათლების სამინისტოს წარმომადგენლებს შორის, მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალუდა გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე მე-18 სკოლის ბენეფისი შედგა :) სიქა ულოცავს სკოლას ამ წარმატებას!
No comments:
Post a Comment