Wednesday, February 27, 2013

სიქამ საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა


26 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ სიქასაგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 2012 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ამსწრე აუდიტორია ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ახალგაზრდა ლიდერებმა  წარუდგინეს 2012 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და გააცნეს სამომავლო გეგემები.
ინგა პაიჭაძე, სიქას აღმასრულებელი დირექტორი: - საზოგადოებას გავაცნით ის პროგრამები და აქტივობები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებდა 2012 წელს. მათ შორის გამოვყოფდი საკლუბო მუშაობას, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის ფუნქციონირებდა განსხვავებული თემატიკის კლუბები, მაგალითისთვის მე მომავალი ჟურნალისტი”, უნარები პროფეიული წარმატებისთვის, დებატ კლუბი, სიქა მოგზაური და .. ამას გარდა, სიქა ახორციელებს სხვადსხვა პროგრამებს, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს ქვემო ქართლში. ერთ-ერთია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელშიც ჩართულია რეგიონის 86 სკოლა. სიქა მუდმივად ახორციელებს  პროგრამებსა თუ პროექტებს, რომელიც ემსახურება ახალგზარდების სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას.
2013 წელს სიქა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს საქმიანობას ძველი პროექტებით და ახალი პროგრამებით.

No comments:

Post a Comment