30 იანვარს მარნეულის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები. პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ გააკეთა ანალიზი პროგრამის მესამე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიღწეული შედეგების შესახებ. რეგიონში ხუთმა აქტიურმა კლუბმა გააკეთა საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია. PH-International-ის მცირე გრანტების პროგრამის კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობით. ღონისძიების დასასრულს აქტიური სამოქალაქო კლუბები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა 120-ზე მეტი აქტიური კლუბის წევრი და მეურვე.
No comments:
Post a Comment