2011-2012 წლებში სიქა იყო ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის (English Access Microscholarship Program) პარტნიორი ქ.რუსთავში. ამ პროგრამით 25 მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საშუალება მიეცათ გაეფართოებინათ თავიანთი ცოდნა და უნარები ინგლისურ ენაში.
2013 წლის 28 იანვარს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის გამოსაშვები შეხვედრა. საპატიო სტუმარმა, აშშ საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერმა, ბატონმა მაიკლ ტერნერმა ეს პროგრამა შეაფასა, როგორც პირველი ნაბიჯი მომავალი წარმატებისაკენ. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა PH International-სა და Access პროგრამის კორდინატორს ნანა იოსელიანი-მაისნერს.
შეხვედრის დასასრულს ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატები და მცირე საჩუქრები.
No comments:
Post a Comment