3 მარტს დაიწყო პროექტი "სასწავლო ტური ფინეთში", რომელიც ტარდება "ახალგაზრდობა მოქმედებაში" პროგრამის ფარგლებში. მონაწილეები არიან ლიტვა, ბელორუსია, ფინეთი და საქართველო. პროექტი მიზნად ისახავს ფინეთში არსებული ახალგაზრდული ცენტრების მუშაობის გამოცდილების სხვა ორგანიზაციებისთვის გაზიარებას. პროექტის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან ქვეყნის სხვადასხვა მხარეში 4 ახალგაზრდულ ცენტრს და ადგილზე შეიტყობენ მათი მუშაობის შესახებ. საქართველოს დელეგაციაში სიქას სახელით წასულია ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მოხალისე მარიამ კოშაძე.
No comments:
Post a Comment