2020 წლის მაისის თვეში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა და თბილისის მოზარდთა სახლის ერთობლივი ძალისხმევით პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოეწყო დისტანციური დებატების ტურნირი .
პროექტის განმავლობაში მოეწყო დებატების დისტანციური ტრენინგი და შესარჩევი ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო თბილისის 16-მა საჯარო სკოლამ (მე-9; 49-ე; 67-ე; 70-ე; 74-ე; 75-ე; 103-ე; 108-ე; 118-ე; 119-ე; 149-ე; 162-ე; 174-ე; 177-ე; 208-ე და 213-ე საჯარო სკოლები).
შესარჩევი ტურნირის შემდგომ მოეწყო ¼ ფინალი, სადაც მონაწილეობა გააგრძელა საუკეთესო შედეგის მქონე 8 სკოლამ (მე-9; 49-ე; 70-ე; 75-ე; 119-ე; 174-ე; 177-ე; და 208-ე).
¼ ფინალში დებატებს უკეთესად წარუძღვა 49-ე; 174-ე; 75-ე და 208-ე სკოლის გუნდები, შესაბამისად აღნიშნული სკოლის ოთხი გუნდი გადავიდა ნახევარ ფინალში რომელიც გაიმართება 30 მაისს.
ფინალი გაიმართა 31 მაისს , რომელშიც მონაწილეობდნენ ნახევარ ფინალში გამარჯვებული გუნდები. თამაში გადაიცა Facebook Live-ს მეშვეობით. ფინალში გამარჯვება თვილისის #174 სკოლის მოდებატეთა გუნდს ერგო.
აღსანიშნავია, რომ დებატების მსაჯებად მოწვეულნი იყვნენ მრავალი წლის გამოცდილების მქონე მოდებატეები: ნინო ბერიშვილი, რევაზ აფხაზავა, ქეთი მაღრაძე, დავით ფარტენაძე, კობა გრძელიშვილი, ლიკა ბარაბაძე, ნათია მიდელაშვილი, დემე მარხვაიძე, ანი ციცქიშვილი, ია იმერლიშვილი, გვანცა ლომსაძე, მარიტა გორგილაძე, მარიამ აბულაძე, თაკო თოლორდავა, დავით ძიძიშვილი, იოსებ კანთელაძე და ნინო ბაღაშვილი.
დებატების თამაშის შემდეგ მსაჯებს გამოჰქონდათ გადაწყვეტილება და მონაწილეებს აძლევდნენ რეკომენდაციას, თუ რა უნდა გაეთვალისწინებინათ როგორც მომხსენებლებს საუკეთესო გამოსვლის მიზნით.
მსაჯების მიერ მიცემული რეკომენდაცია ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტურნირის მონაწილეებისთვის, რაც აისახებოდა მათ ყოველ შემდეგ თამაშზე.
აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და სიქას გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს შეტანილი წვლილისთვის!
მსაჯების მიერ მიცემული რეკომენდაცია ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტურნირის მონაწილეებისთვის, რაც აისახებოდა მათ ყოველ შემდეგ თამაშზე.
აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და სიქას გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს შეტანილი წვლილისთვის!
სიქა აგრძელებს დებატების ტურნირების ორგანიზებას და სასკოლო დებატ-კლუბების მხარდაჭერას.
No comments:
Post a Comment