2022 წლის 19 მარტს, მეცხრედ ჩატარდა ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსის – „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ფინალი, რომელშიც 9 გუნდი მონაწილეობდა. გუნდების წევრებმა წარმოადგინეს სოციალური საწარმოს ბიზნესპროექტები, რომელიც შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. პირველი ადგილი დაიკავა და აპრილში ამერიკის მსოფლიო ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა სკოლა „აია-გესის” გუნდმა, რომელმაც წარმოადგინა კოვიდ-ნიღბების პროექტი. მოსწავლეებმა შექმნეს კოვიდ-ნიღაბი, რომელიც ფერს იცვლის მისი გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსს "ბრილიანტის გამოწვევა" Diamond Challeng
აშშ-ს დელავერის უნივერსიტეტი 2012 წლიდან ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უფროსკლასელები და ივითარებენ მეწარმეობის უნარებს. ბიზნეს იდეების საპრიზო ფონდი შეადგენს 100.000 $-ს. საქართველო საერთაშორისო კონკურსს "ბრილიანტის გამოწვევა" შეუერთდა 2014 წლიდან განათლებისა და მართვის გუნდის EMT-ის დახმარებით, პროექტის პარტნიორია სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.
No comments:
Post a Comment