26 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიქა
– საგანმანათლებლო
ინიციატივების
ქართული
ასოციაცია“
2012 წლის
შემაჯამებელი
შეხვედრა
გამართა.
შეხვედრას
დაესწრნენ
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
მედია
საშუალებებისა
და
საზოგადოების
წარმომადგენლები.
დამსწრე აუდიტორიას ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა
და
ახალგაზრდა
ლიდერებმა წარუდგინეს 2012 წლის წლიური
ანგარიშის
პრეზენტაცია
და
გააცნეს
სამომავლო
გეგემები.
ინგა პაიჭაძე, სიქას აღმასრულებელი დირექტორი: - საზოგადოებას გავაცანით ის პროგრამები და აქტივობები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებდა 2012 წელს. მათ შორის
გამოვყოფდი
საკლუბო
მუშაობას,
სხვადასხვა
ასაკის
ახალგაზრდებისთვის
ფუნქციონირებდა
განსხვავებული
თემატიკის
კლუბები,
მაგალითისთვის
„მე მომავალი ჟურნალისტი”, „უნარები პროფესიული წარმატებისთვის“, „დებატ კლუბი“,
„სიქა მოგზაური“ და ა.შ. ამას გარდა,
სიქა
ახორციელებს
სხვადასხვა პროგრამებს, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს ქვემო
ქართლში.
ერთ-ერთია
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა”, რომელშიც ჩართულია რეგიონის 86 სკოლა. სიქა მუდმივად ახორციელებს პროგრამებსა თუ პროექტებს, რომელიც ემსახურება ახალგზარდების სამოქალაქო ცხოვრებაში
აქტიურად
ჩართვას.
2013 წელს სიქა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს საქმიანობას ძველი პროექტებით და ახალი პროგრამებით.