Friday, February 15, 2013

კლუბ "სიქა-მოგზაურის" მესამე სეზონი დაიწყო


ამა წლის 9 თებერვალს, კლუბმა „სიქა-მოგზაური“ განაახლა მესამე სეზონის აქტივობა. შემოტანილი აპლიკაციების  საფუძველზე მოხდა მონაწილეების შერჩევა და კლუბმაც დაიწყო მუშაობა. პირველ, გაცნობით შეხვედრაზე მოხდა კლუბის მიზნების, აქტივობების და ლიდერთა გუნდის წარდგენა. გაიმართა საბანაკე  აქტივობები, რითაც მონაწილეებმა მოახერხეს ერთმანეთის გაცნობა-დაახლოება. ასევე გაშუქდა ვიდეო, სადაც წარმოდგენილი იყო ფოტო-ვიდეო მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებდა კლუბის პირველ და მეორე სეზონზე. 

No comments:

Post a Comment