Monday, February 11, 2013

სემინარი კარლ-პოპერის (ფასეულობითი) ფორმატის დებატებში

სიქა - ს ახალგაზრდა ტრენერებმა 2013 წლის 9 თებერვალს თსუ-ს სტუდენტებისთვის გამართეს სემინარი კარლ-პოპერის (ფასეულობითი) ფორმატის დებატებში.
სემინარის 25 მონაწილე გაეცნო ფორმალური დებატების სხვადასხვა სახეობას, ხოლო კარლ-პოპერის (ფასეულობითი) ფორმატი კი დეტალურად განიხილეს, მონაწილეები გაეცვნენ ფორმატის სტრუქტურას, წესებს, მომხსენებელთა მოვალეობებს, პოზიციის ჩამოყალიბების და წარდგენის ტექნიკას. სემინარის მეორე ნახევარი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცებას დაეთმო და მოწყო საჩვენებელი დემო-დებატები.
აღნიშნული სემინარი მოეწყო "ელსა - ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის თბილისის" პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისის უნივერსიტეტებს შორის დებატების ტურნირის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის გამოცდილი ტრენერები და მსაჯები გაუძღვებიან ფასეულობითი დებატების სემინარებს, შიდა და საბოლოო ტურნირის ეფექტურ ორგანიზებას.
ასევე სიქა გეგმავს ეროვნული მასშტაბით სტუდენტური და მოსწავლეთა დებატების ჩემპიონატების ორგანიზებას.

No comments:

Post a Comment