Friday, December 26, 2014

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის მონაწილეების სახალისო საახალწლო ღონისძიება

სიქა-ში მიმდინარე პროგრამა English Access Microscholarship Program -ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის მონაწილეებმა დამდეგი ახალი წელი წლის შემაჯამებელი სახალისო ღონისძიებით აღნიშნეს. 

სიქა-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების VI ფორუმში

სიქა-ს გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 24-25 დეკემბერს ორგანიზებულ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში. სიქა-ს წევრები ფასილიტაციას უწევდნენ ფორუმზე განხილულ არაფორმალური განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის განხილვას მცირე ჯგუფებში, რომლებშიც გადანაწილდა ფორუმის მონაწილე 173 ორგანიზაცია. სიქას ახალგაზრდა წევრები მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ ფორუმის ორგანიზატორებს ფორუმის მუშაობის წარმართვაში. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმის ორგანიზატორებია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადემია. სიქა ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ორგანიზაციაა.

Thursday, December 25, 2014

გარდაბნის სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები მოწვეულ სტუმარს შეხვდნენ

25 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები წარმატებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და ტრენერს უსაფრთხოების საკითხებში ბაჰარ ნეიმატოვას შეხვდნენ. 
ბაჰარ ნეიმატოვა ამჟამად BP-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენერია, აქვს ჟურნალისტური კარიერა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა წარმატებებს მიაღწია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს საკუთარი თავი წარუდგინა 
და საქმიანობა გააცნო, რის შემდეგაც მიზანდასახულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
საუბარში აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო კლუბების წევრები და დისკუსია გამართეს იმ პრობლემებზე, რომელიც გოგონებს ხელს უშლით საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ხელის შემშლელ ფაქტორებად გენდერული პრობლემები და მენტალიტეტი დასახელდა. ახალგაზრდებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად საჭიროა რეალიზებული ქალბატონები თემში და გოგონებმაც გამოთქვეს სურვილი სრულფასოვანი განათლება მიიღონ და კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. 
შეხვედრის დასასრულს ბაჰარმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა 
ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია  და ყველას აქვს უფლება იბრძოლოს საკუთარი 
მიზნებისა და სურვილების განსახორციელბლად; ბიჭებს კი მოუწოდა, რომ გამოვიდნენ 
მშობლების ჩრდილიდან და ისე მოექცნენ ქალბატონებს, როგორც ეს თანამედროვე რეალობაშია მიღებული.
შეხვედრა ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სტუმართან საუბარმა კიდევ ერთხელ დააფიქრათ არსებულ რეალობაზე და მოტივაციაც აუმაღლათ. 

Monday, December 22, 2014

კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მე-6 სეზონი წარმატებით დაასრულა

კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მე-6 სეზონი წარმატებით დაასრულა. 
კლუბის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე: კონფლიქტების მართვა; CV-ს წერა, ინტერვიურება, შემოქმედებითი აზროვნება, სტერეოტიპების მსხვრევა, ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მოხალისეობრივ სერვისების გაცნობა (EVS პროგრამა), ლიდერობა და გუნდური მუშაობა. ეფექტური გამოსვლა/პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს: დაგეგმეს და მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობებში, მოაწყვეს საჯარო გამოსვლები და გააკეთეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე.
კლუბის ორმა წევრმა  მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში თურქეთში.
კლუბიდან ერთი მონაწილე კი შეირჩა მოხალისედ სლოვენიაში ერთწლიანი პროექტით. 
კლუბი ახალი სეზონიდან ახალი მონაწილეებს მიღებას დაიწყებს. 

Sunday, December 21, 2014

პროგრამა "მომავლის თაობის" მიმდინარეობა

სიქა წარმოადგენს პროგრამა "მომავლის თაობის" პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და პროგრამაში ჩართულ სკოლებს ეხმარება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.
მარნეულისა და გარდაბნის სკოლების მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან სიქა-ს კოორდინატორმა ცირა თავშავაძემ მოაწყო საკონსულტაციო შეხვედრები პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების კონკურსთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნა განხილული პროექტის აპლიკაციის ყველა პუნქტი, როგორ შედგეს ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა და დამატებითი დოკუმენტაცია. კონკურსისთვის საგრანტო პროექტების აპლიკაციების მიღება 30 დეკემბერს სრულდება.
პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს ასევე უტარდებათ კონსულტაციები სასკოლო და სათემო ინიციატივების შემუშავებასთან დაკავშირებით, როგორ დაგეგმონ და განახორციელეონ სხვადასხვა ღონისძიებები.
17 დეკემბერს პროგრამა"მომავლის თაობის" ფარგლებში თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიქა-ს ორგანიზებით ჩაუტარდათ ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
19 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო რუსთაველი მოსწავლეების ვიზიტი რუსთავის მერიაში. ქ.რუსთავის მერიის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო პირველი ახალგაზრდებს ესაუბრა განათლების ორგანული კანონზე, დეპარტამენტის მუშაობის სფერო-სპეციფიკაზე და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
21 დეკემბერს სიქა-ს ოფისში მოეწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების შეხვედრა სტუმართან, Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის დამფუძნებელთან, ნინო ნანიტაშვილთან. ისაუბრა  Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის საქმიანობის შესახებ, ასევე რა არის კომპიუტერული მეცნიერებები, რა პროფესიებს მოიცავს, როგორია ამ სფეროში კარიერა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო Google-ის ტექნოლოგიების სიახლეები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესინჯათ  Google-ის საათი - google watch და , გუგლის სათვალე -google  glass, რომელიც სპეციალურად მათთვის მოიტანა ნინო ნანიტაშვილმა შეხვედრაზე. 
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Monday, December 15, 2014

სიქა-ს ევროპელი მოხალისეების აქტივობები ღონისძიების „All Write 4 Rights Georgia 2014“ მხარდასაჭერად

სიქა-ს ევროპელი მოხალისეებმა ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ დაგეგმილი 
ღონისძიების „All Write 4 Rights Georgia 2014“ მხარდასაჭერად რუსთავში მოიწვიეს ადამიანის უფლებებით დაინტერესებული პირები, ყველა, ვისაც ჰქონდა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა ამ ღონისძიებაში სხვა ადამიანების ჩაბმაში და მხარი დაეჭირა ადამიანის უფლებების დაცვას და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 
11-დან 14 დეკემბრის ჩათვლით სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც რუსთაველი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ.

  • ნაჩვენები იქნა მხატვრული ფილმი ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელშიც რეალური ფაქტები იყო ასახული;
  • მოწვეული იყო სტუმარი დიდი ბრიტანეთიდან, ბრანო ტიჰე, რომელმაც ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ პრევენციებზე;
  • მოხდა ხელმოწერების შეგროვება სხვადასხვა ქვეყნის 3 მოქალაქის ამნისტიისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის იხდიან სასჯელს. სულ 321 წერილი შეგროვდა სიქა-ს ოფისში, რუსთავის #3 საჯარო სკოლასა და იუსტიციის სახლში.
სიქა-ს ევროპელი მოხალისეები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად.

Sunday, December 14, 2014

შეხვედრა მოწვეულ სტუმართან - Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის წარმომადგენელთან ნინო ნანიტაშვილთან

14 დეკემბერს სიქას ორგანიზებით მოეწყო პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების შეხვედრა Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის წარმომადგენელთან ნინო ნანიტაშვილთან. შეხვედრას უმასპინძლა ქ.ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანმა“.
შეხვედრაზე ნინო ნანიტაშვილმა ისაუბრა თავისი საქმიანობის შესახებ, როგორ დაიწყო მისი თანამშრომლობა Google-ითან, რა არის კომპიუტერული მეცნიერებები, რა პროფესიებს მოიცავს, როგორია ამ სფეროში კარიერა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა. სტუმარმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა უნდა ისწრაფოდეს გახდეს კარგი სპეციალისტი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროს აირჩევს, და შეძლებს საკუთარი თავის დასაქმებას, რადგან პროფესიონალიზმს ყველგან აფასებენ და ძლიერი კომპანიები, როგორიცაა მაგ.  Google,  ცდილობენ ითანამშრომლონ ნიჭიერ და ნოვატორ ადამიანებთან, რომ მათთან ერთად წარმატებით გააგრძელონ წინსვლა.

მთავარია ახალგაზრდებმა ისწავლონ დროის სწორად ორგანიზება, მიზნის ჩამოყალიბება, ქმედებების დაგეგმვა, და წარმატებებისკენ გზა ხსნილი იქნება. განათლებული და პროფესიონალი ახალგაზრდობა საზოგადოების ის აქტიური ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და  განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო Google-ის ტექნოლოგიების სიახლეები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში. ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, მოესინჯათ  Google-ის საათი - google watch და მუყაოს ყუთის სათვალე - google cardboard box glasses , რომელიც სპეციალურად მათთვის მოიტანა ნინო ნანიტაშვილმა შეხვედრაზე.  მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან საინტერესო და სტიმულის მიმცემი შეხვედრა იყო.
შეხვედრას დაესწრნენ სკოლების: „დავითიანის“, ბოლნისის #2, რაჭისუბნის, მუხრანას, ქვემო ბოლნისის #2, სავანეთის, დიდი დმანისის, მაშავერას მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 56 მონაწილე.

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Tuesday, December 9, 2014

პროგრამის "მომავლის თაობა" საზეიმო გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში

9 დეკემბერს, რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო პროგრამის „მომავლის თაობა“ საზეიმო გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან,  ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასაწყისში სიქა-ს წარმომადგენელმა, პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში, ინგა პაიჭაძემ შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრები მიაწოდა  ინფორმაცია პროგრამა „მომავლის თაობის“ შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით. 
შეხვედრას ესწრებოდა PH International -ის წარმომადგენელი თამუნა ფრუიძე, რომელიც მიესალმა სტუმრებს და გააცნო მათ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

სამოქალაქო განათლების ქვემო ქართლის რეგიონულმა კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა ისაუბრა პედაგოგთა ფორუმის მიერ შეთავაზებული რესურსების შესახებ. 
დმანისის საკრებულოს წევრმა ლექსო დაუთაშვილმა, რომელიც უკვე დასრულებულ, "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", როგორც პედაგოგი, აქტიურად იყო ჩართული,  თავის გამოსვლაში აღნიშნა  სამოქალაქო პროგრამის დადებითი როლი სკოლისა და თემის ცხოვრებაში; რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ აღნიშნა პროგრამის მნიშვნელობა და მზაობა გამოთქვა პროგრამის ფარგლებში მომავალ თანამშრომლობაზე. რუსთავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვაჟა ქარუხნიშვილმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების პროგრამაში თავისი გამოცდილების შესახებ.  

შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.  სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. 

სიქა-ს წევრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამინარში "Contact Making Event “Erasmus+ Intro”

სიქა-ს წევრმა ინგა პაიჭაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამინარში "Contact Making Event “Erasmus+ Intro”. სემინარის მიზანი იყო ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდული ორგანიზაციების ქსელი გაძლიერება მომავალი თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

Monday, December 8, 2014

სიქა-ს ევროპელი მოხალისეები უერთდებიან ღონისძიებას „All Write 4 Rights Georgia 2014“


სიქას ევროპელი მოხალისეები ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიების „All Write 4 Rights Georgia 2014“ მხარდასაჭერად რუსთავში იწვევენ ადამიანის უფლებების საკითხით დაინტერესებულ პირებს, ყველას, ვისაც აქვს სურვილი თავისი წვლილი შეიტანოს ამ ღონისძიებაში სხვა ადამიანების ჩაბმაში და მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებების დაცვას და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მთელ მსოფლიოში.
თქვენი წერილები და ხელმოწერები შეუერთდება ასობით და ათასობით წერილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიოში ადამიანთა უფლებების დაცვაში.
ქ.რუსთავში ღონისძიებების კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: https://www.facebook.com/write4rightsgeorgia2014?ref=aymt_homepage_panel

Monday, December 1, 2014

სიქა შეუერთდა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

სიქა შეუერთდა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და 1 დეკემბერს გამართა შეხვედრა სახელწოდებით "თაობა შიდსის გარეშე". შეხვედრას ესწრებოდა 20 ახალგაზრდა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის "განახლებული მატჩის" ჩვენება-განხილვა, პრეზენტაცია აივ/შიდსის გადადებისა და პრევენციის გზებზე. სიქას მოხალისეებმა და კლუბ "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ მომზადებული გამოკითხვის შედეგები.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა დაწერეს თავიანთი სურვილები და გამოხატეს თანადგომა აივ ინფიცირებულთა მიმართ.
დასასრულს მსურველებმა ჩაიტარეს ანონიმური ტესტირება აიბ ინფექციის სტატუსის დასადგენად.

სიქას მოხალისეები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში საბერძნეთში

25 ნოემბერი - 1 დეკემბერი: სიქას პარტნიორობით საბერძნეთში ქ. პატრასში გამართულ საერთაშორისო ტრენინგ კურსში მონაწილეობას იღებს სიქას აქტიური მოხალისე, ახალგაზრდა პედაგოგი ცირა ომიაძე და დამწყები პედაგოგი ანი დაუშვილი. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა განმანათლებლებს აიმაღლონ ცოდნა ინტერკულტურულ განათლებასა და მულტიკულტურულ გარემოში სწავლების შესახებ, დაეუფლონ თანამედროვე პედაგოგიკაში ალტერნატიული მეთოდებით სწავლების ტექნიკას. დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა პედაგოგები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

Friday, November 28, 2014

ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესზე

28 ნოემბერს, სიქას ოფისში, პროგრამა "მომავლის თაობაში" ჩართული რუსთავის სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგი მოიცავდა ინფორმაციას აივ/შიდსის, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გავლენისა და საზიანო შედეგების შესახებ. მოეწყო დისკუსიები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ინფექციური დაავადებების თაობაზე. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსგავს ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ სოც.მედიის კოორდინატორმა მოსწავლეებს გააცნო სამოქალაქო განათლების პორტალი http://www.civics.ge/, სამოქალაქო ინიციატივების ფეისბუკის გვერდი https://www.facebook.com/civicinitiatives, ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის მიმდინარეობის ამსახველი ბლოგი http://momavlistaoba-siqa.blogspot.com/, ასევე ინფორმაცია მიაწოდა სოც.მედიის ტრენინგის შესახებ.

Wednesday, November 26, 2014

კლუბი "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” აგრძელებს შეხვედრებს

26 ნოემბერს მორიგი შეხვედრა ჩაატარდა კლუბმა "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” . სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ჰანამ და ლუსიმ მონაწილეებს შეასწავლეს ფერადი ქაღალდებით რამდენიმე ახალი საახალწლო ორნამენტის მომზადება. საკლუბო სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 16:00 სთ-ზე სიქას ოფისში მისამართზე რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12/56. კლუბი ღიაა ყველა ასაკის მსურველებისათვის.

ვიზიტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებში

26 ნოემბერს, სიქას წარმომადგენლებმა პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
კალინინოს, ნაზარლოსა და გარდაბნის #4 სკოლებში, ქვემო ქართლში პროგრამის მენეჯერი  და კოორდინატორები, შეხვდნენ სკოლის დირექტორებს, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსა და მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროგრამის დანიშნულება, მიზანი და მუშაობის პრინციპები. სკოლებში უკვე გამოთქვეს სურვილი სამოქალაქო კლუბების ჩამოყალიბების და მოსწავლეებმა 1 დეკემბრის, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, აღნიშვნაზეც დაიწყეს ფიქრი.
ორგანიზაცია  აღნიშნულ სკოლებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარებასაც გეგმავს.
პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

Tuesday, November 25, 2014

სიქას მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში "Silent conversation"

სიქას მოხალისეებმა სალომე მასხარაშილმა და ნინო კვიჟინაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგში "Silent conversation", რომელიც თურქეთში, ქალაქ ერზრუმში ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, ალბანეთიდან და საქართველოდან, სულ 10 ახალგაზრდა. ტრენინგის განმავლობაში ახალგაზრდები დაეუფლნენ ჟესტების ენას „Gestuno language“. მონაწილეები მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყნებში გააზიარებენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან საკომუნიკაციოდ აქტიურად გამოიყენებენ.

Sunday, November 23, 2014

ჩატარდა კლუბის "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” პირველი სამუშაო შეხვედრა

19 ნოემბერს ჩატარდა კლუბის "Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ” პირველი სამუშაო შეხვედრა. მონაწილეებს სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ჰანამ და ლუსიმ შეასწავლეს ფერადი ქაღალდებით რამდენიმე საახალწლო ორნამენტის მომზადება. საკლუბო სამუშაო შეხვედრები ჩატარდება ყველა ოთხშაბათს, 16:30-ზე სიქას ოფისში მისამართზე ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12/56. კლუბი ღიაა ყველა ასაკის მსურველებისათვის.

Monday, November 17, 2014

სიქა-ს ახალი კლუბი „Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ”


სიქა-ს EVS-ევროპელი მოხალისეები ჰანა და ლუსი გერმანიიდან და ბეატა პოლონეთიდან, გთავაზობთ ჩაერთოთ სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კიდევ ერთ სახალისო და კრეატიულ კლუბში „Do It Yourself“ –“გააკეთე შენ თვითონ”.

კლუბის მიზანი: მოზარდებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითობისა და ხელსაქმის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
საკლუბო შეხვედრებისას მონაწილეები დაეუფლებიან ფერადი ქაღალდებითა და სხვადასხვა რესურსებით საშობაო და საახალწლო დეკორაციების შექმნის ხელოვნებას.
ევროპელ მოხალისეებთან კომუნიკაციით კლუბის წევრები აიმაღლებენ ინგლისური ენის ფლობის დონეს. 
კლუბის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა რუსთავის მოხუცებულთა სახლს, ოჯახური ტიპის სახლებს, საბავშო ბაღებს ან სხვა დაწესებულებებს.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს მიუხედავად ასაკისა.
კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება 19 ნოემბერს 16:30 სთ-ზე სიქა-ს მეგობრობის ოფისში.
მისამართი: რუსთავი, მეგობრობის ქ. კორპუსი 12, ბინა 56.
საკონტაქტო ტელეფონი: 0341 223133

Friday, November 14, 2014


სიქა–ს გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გუნდის აქტიური წევრი, ტრენერი, პროგრამების კოორდინატორი, აქტიური ახალგაზრდული ლიდერი ნინი ვარდიაშვილი. ნინის მიერ წამოწყებული მრავალ კეთილ და საინტერესო საქმისა და ინიციატივის განხორციელებას სიქა–ს წევრები უწყვეტად განაგრძობენ მომავალშიც.
პანაშვიდი: 15, 16, 17 ნოემბერს მისამართზე: რუსთავი, ტაშკენტის #5-78, მე-4 სადარბაზო, მე-5 სართული
დაკრძალვა სამშაბათს, 18 ნოემბერს, 9:30 სთ-ზე გადასვენება რუსთავის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, 13:00სთ-ზე გამოსვენება. მისამართი: ფალიაშვილის ქ.

Tuesday, November 11, 2014

სიქა-მ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გაუზიარა პროგრამებში Youth in Action და Erasmus + მუშაობის გამოცდილება

10 ნოემბერს სასტუმრო "ამბასადორში" სიქა-ს წარმომადგენელმა ორგანიზაცია "უმცირესობის საკითხების ევროპული ცენტრის" მოწვევით მონაწილეობა მიიღო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაში. შეხვედრაზე ინგა პაიჭაძემ დამსწრეთ გააცნო სიქას გამოცდილება პროგრამა Youth in Action-ის განხორციელებაში და ახალი შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა Erasmus + აძლევს ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ მუშაკებს. სემინარის მონაწილე სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები პროგრამა Erasmus + ჩასართავად.

Monday, November 10, 2014

ახალგაზრდული კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" მორიგი შეხვედრა გაიმართა

9 ნოემბერს გაიმართა ახალგაზრდული კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" მორიგი შეხვედრა. საკლუბო ტრენინგის მიზანი - ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა. კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების შესახებ. კლუბის ორი წევრი ნინო კვიჟინაძე და სალომე მასხარაშვილი ნოემბერში თურქეთში დაგეგმილი გაცვლითი პროექტის მონაწილედ შეირჩა .

Saturday, November 8, 2014

ქალთა კლუბის "კარიერული ზრდა და პროფესიული თვითრეალიზება" პირველი შეხვედრა ჩატარდა

7 ნოემბერს ჩატარდა ქალთა კლუბის "კარიერული ზრდა და პროფესიული თვითრეალიზება" პირველი შეხვედრა. კლუბის წევრები ორი თვის განმავლობაში აიმაღლებენ სამუშაოს მაძიებლისათვის საჭირო კომპეტენციებს, გახდებიან უფრო დასაქმებადნი. ტრენინგებს მოდული შემუშავდა სიქას ამერიკელი მოხალისის ალ ჩანდლერის დახმარებით. კლუბში გაწევრიანდნენ ქალბატონები ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან: წალკიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან და რუსთავიდან.

Friday, November 7, 2014

სიქას აქტიური წევრები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში ICT ABC

სიქას აქტიური წევრები ანი ციცქიშვილი და თამუნა ქურდაძე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში ICT ABC, რომელიც ტარდება პოლონეთში. ტრენინგს ესწრება 18 ახალგაზრდული მუშაკი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ერთამენთს უზიარებენ ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობისას საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, სწავლობენ საინფრომაციო ტექნოლოგიების გამოყენების ახალ შესაძლებლობებს.

Monday, November 3, 2014

იკატის პრეზენტაცია სიქა-ს ოფისში

31 ოქტომბერს სიქა-ს ოფისში მოეწყო ინტეგრირებული, კომპიუტერზე ადაპტირებული ტრენინგის ინსტრუმენტის (იკატი) პრეზენტაცია. იკატი წარმოადგინა ორგანიზაცია "ბემონმა", რომელიც სიქასთან თანამშრომლობს პროექტ "არასამთავრობო სექტორის პოტენციალის გაძლიერება განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებსა და ახალგაზრდებში, აივ კონსულტირებისა და ტესტირების“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სიქას ახალგაზრდული მუშაკები, რუსთავის სოციალური სამსახურის თანამშრომლები.

Friday, October 24, 2014

სიქას ინოვაციური კლუბი ქალბატონებისათვის

სიქა ქალბატონებს სთავაზობს ინოვაციური კლუბს "კარიერული ზრდა და თვითრეალიზება".
გაეცანით კლუბის აღწერას, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ონლაინ ანკეტა!
https://docs.google.com/forms/d/1KSTieEKnFykplbUCJcmiJw-fPaTCkSUGD7Vc2tQO2X0/viewform?c=0&w=1

Focus Green-2 მონაწილეების შეხვედრა გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელებთან

17 ოქტომბერს სიქა-ს მიერ პროგრმა "Erasmus +" პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული პროექტის Focus Green-2 მონაწილეები გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროში სსიპ გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

Tuesday, October 14, 2014

კლუბი "სიქა-მოგზაური" ახალ სეზონს იწყებს

ახალი საკლუბო სეზონი კლუბ "სიქა-მოგზაურ"-ში. 14 + ასაკის ახალგაზრდებისათვის!
კლუბში გასაწევრიანებლად შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია. შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებიან აპლიკაციაში თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
სიქა მოგზაურით გელით მოგზაურობის მოყვარულთ!


https://docs.google.com/forms/d/1o8PHpQrrtuVLK4YYsy0BdNsbAqCAV6LAUhl1q59oiuQ/viewform?c=0&w=1

სიქას ორგანიზებით იმართება საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Focus Green-2"

10-17 ოქტომბერს ბაკურიანში სიქას ორგანიზებით იმართება საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Focus Green-2". 32 მონაწილე საქართველოდან, დანიიდან, ლიტვიდან და სომხეთიდან პროექტის განმავლობაში იმსჯელებენ გარემოსდაცვით საკითხებზე, განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკას გარემოსდაცვის თემაზე. პროექტის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა ქართულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ბიორესურსების შენარჩუნების განხრით. 

Wednesday, October 1, 2014

სიქა პროგრამა "მომავლის თაობას" კოორდინირებას გაუწევს ქვემო ქართლის რეგიონში

1 ოქტომებრს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ახალ სამწლიან პროგრამას PH-International განახორციელებს საქართველოს 11 რეგიონში პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად. სიქა პროგრამა "მომავლის თაობას" კოორდინირებას გაუწევს ქვემო ქართლის რეგიონში. ქვემო ქართლიდან პროგრამაში ჩაერთვება 55 სკოლა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

სიქა გთავაზობთ გერმანული ენის შემსწავლელ არაფორმალურ კურსს


სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია და EVS-მოხალისეები გერმანიიდან: ლუსი და ჰანნა გთავაზობთ, გერმანული ენის შემსწავლელ არაფორმალურ კურსს, როგორც დამწყებებს, ასევე მათ, ვისაც სურს გერმანულ ენაში სალაპარაკო პრაქტიკის გაუმჯობესება. 
დასწრება თავისუფალია (უფასოა) ასაკის შეუზღუდავად.
7 ოქტომბერს, სიქა-ს ოფისში, 17:30 წუთზე მოეწყობა პირველი შეხვედრა, 
მისამართი: შარტავას 4-ის მიმდებარე ტერიტორია, რუსთავი. 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ.

Monday, September 29, 2014

კლუბმა "უნარები პროფესიული განათლებისთვის" ახალი სეზონი დაიწყო


პირველი შეხვედრა ტრადიციულად ორგანიზაციისა და კლუბის მონაწილეების გაცნობას დაეთმო. საინტერესო აქტივობებითა და სავარჯიშოებით მონაწილეებმა ერთმანეთის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და კლუბის შესახებ საკუთარი მოლოდინები გააზიარეს. 
კლუბი მონაწილეებს ყოველ კვირა დღეს საინტერესო ტრენინგებსა და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს.

Tuesday, September 23, 2014

სიქაში სოც.მედიის საზაფხულო სკოლა დასრულდა

სოციალური მედიის საზაფხულო სკოლა დასრულდა. 2 თვის განმავლობაში მონაწილეებმა ქართველი და ევროპელი მოხალისეების დახმარებით , არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით განივითარეს სოციალური და სამოქალაქო უნარ-ჩვევები, შეისწავლეს სოციალური მედიისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სამოქალაქო და სათემო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საქმეში. 

Friday, September 19, 2014

გერმანული ინტერკულტურული საღამო სიქაში

2014 წლის 18 სექტემბერს სიქა- ოფისში გაიმართა გერმანული ინტერკულტურული საღამო, რომელსაც უძღვებოდნენ EVS- ევროპული მოხალისეობრივი სერვისის გერმანელი  მონაწილეები ჰანნა და ლუცი. საღამოს ესწრებოდნენ სიქას სხვადასხვა კლუბის წევრი, მოხალისეები და რუსთაველი ახალგაზრდები,   სულ 39 ახალგაზრდა. ინტერკულტურულ საღამოზე გერმანელმა მოხალისეებმა  ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარეს გერმანული კულტურა და ცხოვრების წესი. საღამოს მონაწილეებმა დააგემოვნეს გერმანული კერძები.  სიქა  EVS-მოხალისეებთან ერთად  მომავალშიც გეგმავ მსგავსი აქტივობების ჩატარებას.

Wednesday, September 17, 2014

სიქა-ს ახალგაზრდა ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში „განათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და სიძულვილის ენა“

9-14 სექტემბერs ბაკურიანში ჩატარდა ევროპის საბჭოს ნაციონალური ტრენინგი თემაზეგანათლება ადამიანის უფლებათა სფეროში და სიძულვილის ენა“. ტრენინგზე სიქა-დან მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ლიდერებმა თამუნა ქურდაძემ და ნოდარ ლაფანაშვილმა. ტრენინგზე შეიქმნა ახალგაზრდული ქსელი, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში განათლების შესახებ

Friday, September 12, 2014

სიქა გიწვევთ გერმანულ ინტერკულტურულ საღამოზე

18 სექტემბერს,   EVS ევროპული მოხალისეობრივი სერვისის მონაწილეები, სიქას გერმანელი მოხალისეები ჰანნა და ლუსი გაუძღვებიან ინტერკულტურულ საღამოს. საღამოს მიზანია გერმანული კულტურის გაზიარება, გერმანული ცხოვრების წესის გაცნობა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
საღამო მოეწყობა 18 სექტემბერს,16:00 საათზე სიქა-ს ოფისში, ქ.რუსთავი, შარტავას #4-ის მიმდებარე ტერიტორია. დასწრება თავისუფალია.

Thursday, September 11, 2014

სიქა-ში იწყება კლუბების ახალი სეზონი!

ახალგაზრდებო, სიქამ კლუბების ახალი სეზონი დაიწყო!
ლიდერობით და დებატებით დაინტერესებული ახალგაზრდები გაეცანით აპლიკაციას და დაინტერესების შემთხვევაში შემოგვიერთდით.
სიქა გისურვებთ წარმატებას!
კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისათვის 2014"
კლუბი "მოსწავლეთა დებატ-კლუბი 2014"

Friday, September 5, 2014

სიქა-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Towards sustainable living and self reliance in Boodaville"

20-31 აგვისტოს სიქა- დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში Towards sustainable living and self reliance in Boodaville, რომელიც ესპანეთში ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ აქტიური ახალგაზრდები ესპანეთდან, ლატვიიდანსერბეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან და უნგრეთიდან. ტრენინგ კურსის მთავარი თემა იყო მდგრადი განვითარება და parma culture. პროექტი განხორციელდა ევროკომიისიის პროგრამა Erasmus + ფარგლებში.