19 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში შედგა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მორიგი საინტერესო და ინფორმაციული ვიზიტი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, „საქპატენტში“, სადაც ხდება ყველანაირი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა-რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგ: გამოგონებების, საავტორო უფლებების, ბრენდების სახელების და ა.შ.
ცენტში გიდობა გაწია სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქურდიანმა, რომელიც ვიზიტორებს ესაუბრა ქართული გამოგონებების ბრენდების სახელების (ღვინოების, მინერალური წყლების და სხვა) რეგისტრაციის და საავტორო უფლებების შესახებ. ბატონმა გიორგიმ ვიზიტორებს დაათვალიერებინა ცენტრში არსებული ბიბლიოთეკა, მარანი და სტუმრების მისაღები სივრცე.
ცენტრის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ღვალაძემ დეტალურად გააცნო მონაწილეებს საქპატენტის მუშაობის სპეციფიკა და მიმართულებები.
ვიზიტის ბოლოს ცენტრის თანამშრომლები მონაწილეებს გაუმასპინძლდნენ ლანჩით.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: ბოლნისის #1 და #5, კაზრეთის #1 და #2 და რატევანის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბები, რომლებიც კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ რაიონში.