Tuesday, February 25, 2014

კლუბ "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" ახალი სეზონი დაიწყო

23 თებერვალს სიქა-ს ოფისში ჩატარდა კლუბ "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" ახალი სეზონის პირველი სატრენინგო შეხვედრა, რომელიც სტერეოტიპების თემას დაეთმო. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, ვიდეო ჩვენებითა და დისკუსიით. მომდევნო სამი თვის განმავლობაში კლუბის ყოველკვირეული შეხვედრები სხვადასხვა თემატიკას დაეთმობა, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, პროექტების წერა, დებატების ხელოვნება, ეფექტური პრეზენტაცია, CV-ის შედგენა და საჯარო გამოსვლა. ასევე, კლუბის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. 

No comments:

Post a Comment