Monday, February 3, 2014

კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალ სეზონს იწყებს

კლუბის „უნარები პროფესიული წარმატებისთვის“ მონაწილეებისათვის კლუბში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა შემდგომი წარმატებისათვის.
კლუბის ბოლო სეზონის 2 მონაწილე: თამო ქირია და ლიკა მძელური, ევროპულ მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში შეირჩა მოხალისედ რუმინეთში. გოგონები გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ბუქარესტში იმუშავებენ არსამთავრობო ორგანიზაციებში, არაფორმალური განათლების კუთხით. კლუბის კიდევ ერთ მონაწილე ნუცა ჩაველაშვილი კი უკვე იმყოფებოდა იტალიაში, Youth in Action-ის პროგრამის ფარგლებში, მოკლე ვადიანი პროექტით „Raise your Voice”.
სიქა კვლავ აძლევს ახალგაზრდებს განივითარონ კომპეტენციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ პიროვნულ და კარიერულ წარმატებებს.
კლუბში "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალი სეზონის მონაწილეთა განაცხადების მიღება დაწყებულია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 5 თებერვალი.
 

No comments:

Post a Comment