სიქა-ში მიმდინარე პროგრამა English Access Microscholarship Program -ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის მონაწილეებმა დამდეგი ახალი წელი წლის შემაჯამებელი სახალისო ღონისძიებით აღნიშნეს.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Friday, December 26, 2014
სიქა-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების VI ფორუმში
სიქა-ს გუნდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 24-25 დეკემბერს ორგანიზებულ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში. სიქა-ს წევრები ფასილიტაციას უწევდნენ ფორუმზე განხილულ არაფორმალური განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის განხილვას მცირე ჯგუფებში, რომლებშიც გადანაწილდა ფორუმის მონაწილე 173 ორგანიზაცია. სიქას ახალგაზრდა წევრები მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ ფორუმის ორგანიზატორებს ფორუმის მუშაობის წარმართვაში. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმის ორგანიზატორებია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადემია. სიქა ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ორგანიზაციაა.
Thursday, December 25, 2014
გარდაბნის სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები მოწვეულ სტუმარს შეხვდნენ
25 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები წარმატებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და ტრენერს უსაფრთხოების საკითხებში ბაჰარ ნეიმატოვას შეხვდნენ.
ბაჰარ ნეიმატოვა ამჟამად BP-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენერია, აქვს ჟურნალისტური კარიერა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა წარმატებებს მიაღწია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს საკუთარი თავი წარუდგინა
და საქმიანობა გააცნო, რის შემდეგაც მიზანდასახულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საუბარში აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო კლუბების წევრები და დისკუსია გამართეს იმ პრობლემებზე, რომელიც გოგონებს ხელს უშლით საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ხელის შემშლელ ფაქტორებად გენდერული პრობლემები და მენტალიტეტი დასახელდა. ახალგაზრდებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად საჭიროა რეალიზებული ქალბატონები თემში და გოგონებმაც გამოთქვეს სურვილი სრულფასოვანი განათლება მიიღონ და კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
შეხვედრის დასასრულს ბაჰარმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა
ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია და ყველას აქვს უფლება იბრძოლოს საკუთარი
მიზნებისა და სურვილების განსახორციელბლად; ბიჭებს კი მოუწოდა, რომ გამოვიდნენ
მშობლების ჩრდილიდან და ისე მოექცნენ ქალბატონებს, როგორც ეს თანამედროვე რეალობაშია მიღებული.
შეხვედრა ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სტუმართან საუბარმა კიდევ ერთხელ დააფიქრათ არსებულ რეალობაზე და მოტივაციაც აუმაღლათ.
Monday, December 22, 2014
კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მე-6 სეზონი წარმატებით დაასრულა
კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მე-6 სეზონი წარმატებით დაასრულა.
კლუბის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე: კონფლიქტების მართვა; CV-ს წერა, ინტერვიურება, შემოქმედებითი აზროვნება, სტერეოტიპების მსხვრევა, ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მოხალისეობრივ სერვისების გაცნობა (EVS პროგრამა), ლიდერობა და გუნდური მუშაობა. ეფექტური გამოსვლა/პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს: დაგეგმეს და მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობებში, მოაწყვეს საჯარო გამოსვლები და გააკეთეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე.
კლუბის ორმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში თურქეთში.
კლუბიდან ერთი მონაწილე კი შეირჩა მოხალისედ სლოვენიაში ერთწლიანი პროექტით.
კლუბი ახალი სეზონიდან ახალი მონაწილეებს მიღებას დაიწყებს.
Sunday, December 21, 2014
პროგრამა "მომავლის თაობის" მიმდინარეობა
სიქა წარმოადგენს პროგრამა "მომავლის თაობის" პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და პროგრამაში ჩართულ სკოლებს ეხმარება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.
მარნეულისა და გარდაბნის სკოლების მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან სიქა-ს კოორდინატორმა ცირა თავშავაძემ მოაწყო საკონსულტაციო შეხვედრები პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების კონკურსთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნა განხილული პროექტის აპლიკაციის ყველა პუნქტი, როგორ შედგეს ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა და დამატებითი დოკუმენტაცია. კონკურსისთვის საგრანტო პროექტების აპლიკაციების მიღება 30 დეკემბერს სრულდება.
პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს ასევე უტარდებათ კონსულტაციები სასკოლო და სათემო ინიციატივების შემუშავებასთან დაკავშირებით, როგორ დაგეგმონ და განახორციელეონ სხვადასხვა ღონისძიებები.
17 დეკემბერს პროგრამა"მომავლის თაობის" ფარგლებში თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიქა-ს ორგანიზებით ჩაუტარდათ ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
19 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო რუსთაველი მოსწავლეების ვიზიტი რუსთავის მერიაში. ქ.რუსთავის მერიის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო პირველი ახალგაზრდებს ესაუბრა განათლების ორგანული კანონზე, დეპარტამენტის მუშაობის სფერო-სპეციფიკაზე და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
21 დეკემბერს სიქა-ს ოფისში მოეწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების შეხვედრა სტუმართან, Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის დამფუძნებელთან, ნინო ნანიტაშვილთან. ისაუბრა Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის საქმიანობის შესახებ, ასევე რა არის კომპიუტერული მეცნიერებები, რა პროფესიებს მოიცავს, როგორია ამ სფეროში კარიერა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო Google-ის ტექნოლოგიების სიახლეები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესინჯათ Google-ის საათი - google watch და , გუგლის სათვალე -google glass, რომელიც სპეციალურად მათთვის მოიტანა ნინო ნანიტაშვილმა შეხვედრაზე.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.Monday, December 15, 2014
სიქა-ს ევროპელი მოხალისეების აქტივობები ღონისძიების „All Write 4 Rights Georgia 2014“ მხარდასაჭერად
სიქა-ს ევროპელი მოხალისეებმა ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ დაგეგმილი
ღონისძიების „All Write 4 Rights Georgia 2014“ მხარდასაჭერად რუსთავში მოიწვიეს ადამიანის უფლებებით დაინტერესებული პირები, ყველა, ვისაც ჰქონდა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა ამ ღონისძიებაში სხვა ადამიანების ჩაბმაში და მხარი დაეჭირა ადამიანის უფლებების დაცვას და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
11-დან 14 დეკემბრის ჩათვლით სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც რუსთაველი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ.
- ნაჩვენები იქნა მხატვრული ფილმი ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელშიც რეალური ფაქტები იყო ასახული;
- მოწვეული იყო სტუმარი დიდი ბრიტანეთიდან, ბრანო ტიჰე, რომელმაც ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ პრევენციებზე;
- მოხდა ხელმოწერების შეგროვება სხვადასხვა ქვეყნის 3 მოქალაქის ამნისტიისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის იხდიან სასჯელს. სულ 321 წერილი შეგროვდა სიქა-ს ოფისში, რუსთავის #3 საჯარო სკოლასა და იუსტიციის სახლში.
სიქა-ს ევროპელი მოხალისეები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად.
Sunday, December 14, 2014
შეხვედრა მოწვეულ სტუმართან - Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის წარმომადგენელთან ნინო ნანიტაშვილთან
14 დეკემბერს სიქას ორგანიზებით მოეწყო პროგრამაში
„მომავლის თაობა“ ჩართული ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების
შეხვედრა Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის წარმომადგენელთან ნინო ნანიტაშვილთან.
შეხვედრას უმასპინძლა ქ.ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანმა“.
შეხვედრაზე ნინო ნანიტაშვილმა ისაუბრა თავისი საქმიანობის
შესახებ, როგორ დაიწყო მისი თანამშრომლობა Google-ითან, რა არის კომპიუტერული მეცნიერებები,
რა პროფესიებს მოიცავს, როგორია ამ სფეროში კარიერა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების
საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა. სტუმარმა აღნიშნა, რომ
ახალგაზრდა უნდა ისწრაფოდეს გახდეს კარგი სპეციალისტი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროს
აირჩევს, და შეძლებს საკუთარი თავის დასაქმებას, რადგან პროფესიონალიზმს ყველგან აფასებენ
და ძლიერი კომპანიები, როგორიცაა მაგ. Google, ცდილობენ ითანამშრომლონ ნიჭიერ და ნოვატორ ადამიანებთან,
რომ მათთან ერთად წარმატებით გააგრძელონ წინსვლა.
მთავარია ახალგაზრდებმა ისწავლონ დროის სწორად ორგანიზება, მიზნის ჩამოყალიბება, ქმედებების დაგეგმვა, და წარმატებებისკენ გზა ხსნილი იქნება. განათლებული და პროფესიონალი ახალგაზრდობა საზოგადოების ის აქტიური ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო Google-ის
ტექნოლოგიების სიახლეები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში.
ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, მოესინჯათ Google-ის საათი - google watch და მუყაოს ყუთის
სათვალე - google cardboard box glasses , რომელიც სპეციალურად მათთვის მოიტანა ნინო
ნანიტაშვილმა შეხვედრაზე. მოსწავლეებმა ერთხმად
აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან საინტერესო და სტიმულის მიმცემი შეხვედრა იყო.
შეხვედრას დაესწრნენ სკოლების: „დავითიანის“, ბოლნისის
#2, რაჭისუბნის, მუხრანას, ქვემო ბოლნისის #2, სავანეთის, დიდი დმანისის, მაშავერას
მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 56 მონაწილე.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული
ორგანიზაცია PH International-ის
მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით
და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა -
საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს
ქვემო ქართლის რეგიონში.
Tuesday, December 9, 2014
პროგრამის "მომავლის თაობა" საზეიმო გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში
9 დეკემბერს, რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო პროგრამის „მომავლის თაობა“ საზეიმო გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასაწყისში სიქა-ს წარმომადგენელმა, პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში, ინგა პაიჭაძემ შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრები მიაწოდა ინფორმაცია პროგრამა „მომავლის თაობის“ შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდა PH International -ის წარმომადგენელი თამუნა ფრუიძე, რომელიც მიესალმა სტუმრებს და გააცნო მათ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
სამოქალაქო განათლების ქვემო ქართლის რეგიონულმა კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა ისაუბრა პედაგოგთა ფორუმის მიერ შეთავაზებული რესურსების შესახებ.
დმანისის საკრებულოს წევრმა ლექსო დაუთაშვილმა, რომელიც უკვე დასრულებულ, "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", როგორც პედაგოგი, აქტიურად იყო ჩართული, თავის გამოსვლაში აღნიშნა სამოქალაქო პროგრამის დადებითი როლი სკოლისა და თემის ცხოვრებაში; რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ აღნიშნა პროგრამის მნიშვნელობა და მზაობა გამოთქვა პროგრამის ფარგლებში მომავალ თანამშრომლობაზე. რუსთავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვაჟა ქარუხნიშვილმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების პროგრამაში თავისი გამოცდილების შესახებ.
შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.
სიქა-ს წევრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამინარში "Contact Making Event “Erasmus+ Intro”
სიქა-ს წევრმა ინგა პაიჭაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამინარში "Contact Making Event “Erasmus+ Intro”. სემინარის მიზანი იყო ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდული ორგანიზაციების ქსელი გაძლიერება მომავალი თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
Monday, December 8, 2014
სიქა-ს ევროპელი მოხალისეები უერთდებიან ღონისძიებას „All Write 4 Rights Georgia 2014“
სიქას ევროპელი მოხალისეები ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიების „All Write 4 Rights Georgia 2014“ მხარდასაჭერად რუსთავში იწვევენ ადამიანის უფლებების საკითხით დაინტერესებულ პირებს, ყველას, ვისაც აქვს სურვილი თავისი წვლილი შეიტანოს ამ ღონისძიებაში სხვა ადამიანების ჩაბმაში და მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებების დაცვას და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მთელ მსოფლიოში.
თქვენი წერილები და ხელმოწერები შეუერთდება ასობით და ათასობით წერილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიოში ადამიანთა უფლებების დაცვაში.
ქ.რუსთავში ღონისძიებების კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: https://www.facebook.com/write4rightsgeorgia2014?ref=aymt_homepage_panel
Monday, December 1, 2014
სიქა შეუერთდა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს
სიქა შეუერთდა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და 1 დეკემბერს გამართა შეხვედრა სახელწოდებით "თაობა შიდსის გარეშე". შეხვედრას ესწრებოდა 20 ახალგაზრდა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის "განახლებული მატჩის" ჩვენება-განხილვა, პრეზენტაცია აივ/შიდსის გადადებისა და პრევენციის გზებზე. სიქას მოხალისეებმა და კლუბ "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ მომზადებული გამოკითხვის შედეგები.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა დაწერეს თავიანთი სურვილები და გამოხატეს თანადგომა აივ ინფიცირებულთა მიმართ.
დასასრულს მსურველებმა ჩაიტარეს ანონიმური ტესტირება აიბ ინფექციის სტატუსის დასადგენად.
სიქას მოხალისეები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში საბერძნეთში
25 ნოემბერი - 1 დეკემბერი: სიქას პარტნიორობით საბერძნეთში ქ. პატრასში გამართულ საერთაშორისო ტრენინგ კურსში მონაწილეობას იღებს სიქას აქტიური მოხალისე, ახალგაზრდა პედაგოგი ცირა ომიაძე და დამწყები პედაგოგი ანი დაუშვილი. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა განმანათლებლებს აიმაღლონ ცოდნა ინტერკულტურულ განათლებასა და მულტიკულტურულ გარემოში სწავლების შესახებ, დაეუფლონ თანამედროვე პედაგოგიკაში ალტერნატიული მეთოდებით სწავლების ტექნიკას. დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა პედაგოგები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.
Subscribe to:
Posts (Atom)