27 მარტს სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შაუმიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების თვითრეალიზებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო რუსთავის კლუბური თეატრ „ბრავოს“ ახალგაზრდა რეჟისორი, ნიკა გაბათაშვილი. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, რეჟისორის პროფესიის სირთულეებსა და საინტერესო მხარეებზე. მსგავსი ხასიათის შეხვედრები გაზრდის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, დაეხმარება მათ პროფორიენტაციის განსაზღვრის კუთხით და ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Tuesday, March 31, 2015
Friday, March 27, 2015
სიქა-ს ევროპელი მოხალისეების შეხვედრა ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
26 მარტს სიქას ევროპელი მოხალისეები გერმანიიდან და პოლონეთიდან - ჰანა მატიასი, ლუსი ტელმანი და ბეატა გუდზი სიქას წევრებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბს ეწვივნენ. მოხალისეებმა კლუბის წევრებს მოუწყვეს სამუშაო შეხვედრა, რომლის თემა გენდერული თანასწორობა და ქალების თვითრეალიზება გახლდათ. მოსწავლეებმა შექმნეს თანამედროვე ქალის მოდელები, ისაუბრეს ქალების უფლებებზე, მათი პროფესიული რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ხაზი გაუსვეს გოგონებისათვის სრული განათლების მიღების საჭიროებას. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ინტერ კულტურული გამოცდილებაც. ჯავშანიანის სამოქალაქო კლუბმა კლუბის მეურვის ლელა წიკლაურის ხელმძღვანელობით საინტერესო სამოქალაქო აქტივობებიც დაგეგმეს, გააგრძელებენ ადვოკატირებას სკოლის ეზოს წყლის არხით მოტანილი ნაგვით დაბინძურების აღმოსაფხვრელად.
ვიზიტი ორგანიზაციაში "ეკოხედვა"
25 მარტს სიქა-ს ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ.ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ორგანიზაციასთან "ეკოხედვა" ითანამშრომლეს.
მოსწავლეები ორგანიზაციის ოფისს ესტუმრნენ და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინო სულხანიშვილს და პროექტების კოორდინატორებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ორგანიზაციის მუშაობის თემატიკას და მიმდინარე პროექტებს.
საილუსტრაციო მასალების გამოყენებით ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ნარჩენისა და ნაგვის განსხვავებაზე, რესურსების დაზოგვის მნიშვნელობასა და გარემოს დაბინძურების საფრთხეების შესახებ. ახალგაზრდები გაეცვნენ მზის ენერგიაზე მომუშავე ხელსაწყოებს..
Wednesday, March 25, 2015
სიქა-ს პარტნიორობით ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტრენინგში "ACTIVatE through Non-Formal Education"
სიქა-ს პარტნიორობით ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტრენინგში "ACTIVatE through Non-Formal Education" რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმართება. დელეგაციის წევრები ცირა თავშავაძე , სტანისლავ ციბულსკი და ოლგა კიკავა უცხოელ კოლეგებთან ერთად ამუშავებენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მუშაობის მეთოდებს, ერთმანეთს უზიარებენ მათი ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას ამ სფეროში.
Monday, March 23, 2015
სიქა-ს მოხალისე ევროპული მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში სლოვენიაში გაემგზავრა
სიქა-ს კიდევ ერთი მოხალისე - გურანდა ძამელაშვილი EVS - ევროპული მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში სლოვენიაში გაემგზავრა. გურანდა ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის მიმღებ ორგანიზაციასთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს სათემო ახალგაზრდულ აქტივობებს.
ვიზიტი მარნეულის იუსტიციის სახლში
17 მარტს, სიქას ორგანიზებით მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ვიზიტი მარნეულის იუსტიციის სახლში.
მარნეულის იუსტიციის სახლის მენეჯერმა გიორგი გოგოლაძემ გიდობა გაუწია მოსწავლეებს და დაათვალიერებინა იუსტიციის სახლის ყველა სივრცე, ინფორმაცია მიაწოდა მომსახურების სერვისების შესახებ. ვიზიტში მონაწილება მიიღეს კაჩაგანის #1, #2, არაფლოს, თაქალოს და ყულარის საჯარო სკოლების 23 მოსწავლემ და სამოქალაქო განათლების 4 პედაგოგმა. მოსწავლეებმა სურვილი გამოხატეს იუსტიციის სახლში სტაჟირებასთან დაკავშირებით. მარნეულის იუსტიციის სახლმა თანხმობა განაცხადა სიქა-ს თან პროგრამაში "მომავლის თაობა" თანამშრომლობაზე და უახლოეს მომავალში იგეგმება 9 მოსწავლის სტაჟირება
Monday, March 16, 2015
სიქა-ში იხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
"English as a Second Language" - ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი სიქა-ში, 13 წლისა და უფროსი ასაკის მსმენელთათვის. კურსს გაუძღვება ინგლისური ენის გამოცდილი პედაგოგი ქეთი მაისურაძე, სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი მოხალისე ალ ჩანდლერი. დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ონლაინ განაცხადი:
https://docs.google.com/forms/d/1kLAlrtpKQC4ZC4AiAP7jKobw__gx8PT3y0Or5y-P8BU/viewform?c=0&w=1
ტრენინგი "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება"
2015 წლის 12-15 მარტს რუსთავში, სიქა-ს ოფისში ჩატარდა 4 დღიანი ტრენინგი "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 27 სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქვემო ქართლის რეგიონის პროგრამის სამიზნე სკოლებიდან. ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი თეა ლობჟანიძე.
ტრენინგის დროს განიხილეს სამოქალაქო განათლების სწავლების ძირითადი საკითხები, სასწავლო რესურსების შერჩევა და გამოყენება, სამოქალაქო მონაწილეობა, პროექტი - როგორც სასწავლო მეთოდი, მოსწავლეთა შეფასების მეთოდები და სკოლის როლი სამოქალაქო განათლების სწავლებასა და ხელშეწყობაში.
ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ ტარდება პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) ორგანიზებით. ფოტო
Saturday, March 14, 2015
სემინარი ალექსანდრე ქართველის შესახებ
13 მარტს სიქას ორგანიზებით მოეწყო ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის შესახებ საგანმანათლებლო სესია. მოსწავლეები ქ.რუსთავიდან და ახალი სამგორიდან გაეცვნენ ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას. სესიას უძღვებოდა ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) საერთაშორისო საზოგადოება (ISAKK) -ის წარმომადგენელი ლელა ქართველიშვილი. ნაჩვენები იყო ფილმი ცნობილი ავიაკონსტრუქტორის დამსახურების შესახებ. შეხვედრა მოეწყო რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
ტრენინგი "როგორ დავამონტაჟოთ მოკლე ფილმი და გავაზიაროთ ინტერნეტში"
10 მარტს პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს "როგორ დავამონტაჟოთ მოკლე ფილმი და გავაზიაროთ ინტერნეტში". ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ ფოტო-ვიდეო კამერით გადაღებული მასალის დამუშავება პროგრამაში "Movie Maker" და ინტერნეტში პორტალზე Youtube.com გაზიარება. ტრენინგს უძღვებოდა სიქა-ს სოც,მედიის კოორდინატორი პროგრამაში "მომავლის თაობა" ეთერი პაიჭაძე.
ტრენინგზე მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოს შემოკლება, აუდიო და ტიტრების დადება-დამუშავება, დარეგისტრირდნენ Youtube.com-ზე და განახორციელეს შექმნილი ფილმების ინტერნეტში ატვირთვა. ტრენინგზე ასევე ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ შეიძლება შეძენილი ცოდნა მოსწავლეებმა გამოიყენონ სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად სკოლასა და თემში.
ტრენინგს დაესწრო ახალსოფლის, ახალი სამგორის, ვაზიანის #2 საჯარო და კერძო სკოლა "რეცას" მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 16 მონაწილე.
Monday, March 9, 2015
სიქამ მონაწილეობა მიიღო მოხალისეობის გამოფენაში
7 მარტს სიქა-ს ახალგაზრდულმა მუშაკებმა მონაწილეობა მიიღეს მოხალისეობის გამოფენაში, რომელიც თბილისში გაიმართა „ჰელპინგ ჰენდის“ ორგანიზებით.
სესიის პირველ ნაწილში მონაწილე ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში განიხილეს მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ადვოკატირების საკითხები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.
მეორე ნაწილი გამოფენას დაეთმო, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ უკეთ გაეცნოთ წარმოდგენილი ორგანიზაციები, მათთან მოხალისეობის შესაძლებლობები.
სიქაში მოხალისეობის სურვილი მრავალმა ახალგაზრდამ გამოხატა, რომლებმაც ადგილზევე შეავსეს სიქას მოხალისეობის ონლაინ აპლიკაცია.
Sunday, March 8, 2015
ვორკშოპი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო"
7 მარტს სიქა-ში მოეწყო ვორკშოპი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". შეხვედრის მიზანი იყო პროგრამა „მომავლის თაობა“ სამიზნე სკოლების მოსწავლეები გაცნობოდნენ ვიდეო გადაღების ელემენტებს და პრაქტიკულად განეხოციელებინათ ვიდეო გადაღება. ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და უნარებს ახალგაზრდები გამოიყენებენ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების გასაშუქებლად. ტრენინგს ესწრებოდნენ ახალი სამგორის, ახალსოფლის, ვაზიანის #2, თელეთის, რუსთავის #6 საჯარო და კერძო სკოლების "საუნჯე", "რეცა" და "რუსთველის" მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 26 მონაწილე.
მოწვეულმა ტრენერმა დარიკო ხუბაშვილმა მოსწავლეებს გააცნო, რა ტექნიკური საშუალებებით არის შესაძლებელი ვიდეოგადაღება, რა სახის ვიზუალური და აუდიო მასალა შეიძლება იყოს გამოყენებული ვიდეოში, როგორ უნდა გვეჭიროს ვიდეოკამერა, როგორ ვიმოძრაოთ ვიდეოკამერით, როგორი ხედები არსებობს, როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ.
ვიდეო და ფოტოკამერებით აღჭურვილი ტრენინგის მონაწილენი გავიდნენ რუსთავის ქუჩებში, გადაიღეს ვიდეოები და ოფისში დაბრუნების შემდეგ შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები; აღნიშნეს, რა გამოვიდა კარგად, რა შეიძლება რომ შეცვალონ. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს დავალება, გადაიღონ ვიდეოები სამოქალაქო თემებზე.
სიქა მომავალშიც გეგმავს ამავე ტრენინგის ჩატარებას პროგრამის პარტნიორი სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის.
EVS მოხალისეების შეხვედრა ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „ქალი - აქტიური მოქალაქე“
პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 6 მარტს, სიქას
ორგანიზებით მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეების
გერმანელ EVS
(European Voluntary Service)
მოხალისეებთან შეხვედრა, რომლის მთავარი
თემა იყო: „ქალი - აქტიური მოქალაქე“.
შეხვედრის პირველ ნაწილში მოსწავლეებმა ისაუბრეს, რატომ
არის მნიშვნელოვანი ქალების, როგორც აქტიური მოქალაქეების როლი ქვეყანაში და რა სახით
შეიძლება მათ ეს განახორციელონ. გერმანელმა მოხალისეებმა ჯგუფს გაუზიარეს საკუთარი
გამოცდილება და ისაუბრეს, როგორია ქალების როლი მათ ქვეყანაში.
შეხვედრის მეორე ნაწილი იყო ვორქშოფი „do it yourself”, მონაწილეებმა
ქაღალდისგან დაამზადეს ფიგურები, თუ როგორ წარმოუდგენიათ აქტიური ქალი. დასასრულს კი
ქალის სიმბოლოს გამოყენებით დაამზადეს მისალოცი ბარათები, რასაც 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო
დღეს, თემში გაავრცელებენ.
Friday, March 6, 2015
სიქამ "ინგლისური ენის ხელიმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" დახურვის ღონისძიება გამართა
5 მარტს, სიქამ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში "ინგლისური ენის ხელიმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" დახურვის ღონისძიება გამართა. სიქა-მ ორწლიანი პროგრამის მეორე ნაკადს უმასპინძლა. პროგრამა ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერითა და PH International -ის ორგანიზებით. პროგრამის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 25-მა მოსწავლემ შეჭირვებული ოჯახებიდან, მაღალკვალიფიციური პედაგოგის ქეთი მაისურაძის დახმარებით გაიღრმავა ინგლისური ენის ცოდნა, აიმაღლა ლიდერული თვისებები.
პროგრამის დახურვის ემოციურ ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ჯეიმს დუი, აშშ-ს საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე, PH International -ის ინგლისური ენის პროგრამის მენეჯერი ნანა იოსელიანი - მეისნერი. ქ. რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორები, სიქას წარმომადგენლები, მოსწავლეების მშობლები.
სტუმრებმა აღფრთოვანება გამოხატეს სიქა-ში პროგრამის მიმდინარეობით, მიღწეული შედეგებისათვის მადლობა გადაუხადეს ინგლისური ენის პედაგოგს. ფოტო
Wednesday, March 4, 2015
სიქა-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "EMPOWERING YOUTH FOR BETTER FUTURE"
სიქა-ს გუნდმა 20-27 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "EMPOWERING YOUTH FOR BETTER FUTURE", რომელიც ხორვატიის ქალაქ სამობორში გაიმართა. ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ მოწყვლად ახალგაზრდებთან მუშაობის სხვადასხვა ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო გარე აქტივობების მეთოდებსა და როლს ახალგაზრდულ მუშაობაში.
ვიდეო
ვიდეო
Subscribe to:
Posts (Atom)