Sunday, March 8, 2015

EVS მოხალისეების შეხვედრა ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „ქალი - აქტიური მოქალაქე“

პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 6 მარტს, სიქას ორგანიზებით მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეების გერმანელ EVS (European Voluntary Service)  მოხალისეებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო: „ქალი - აქტიური მოქალაქე“.
შეხვედრის პირველ ნაწილში მოსწავლეებმა ისაუბრეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების, როგორც აქტიური მოქალაქეების როლი ქვეყანაში და რა სახით შეიძლება მათ ეს განახორციელონ. გერმანელმა მოხალისეებმა ჯგუფს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს, როგორია ქალების როლი მათ ქვეყანაში.

შეხვედრის მეორე ნაწილი იყო ვორქშოფი „do it yourself”, მონაწილეებმა ქაღალდისგან დაამზადეს ფიგურები, თუ როგორ წარმოუდგენიათ აქტიური ქალი. დასასრულს კი ქალის სიმბოლოს გამოყენებით დაამზადეს მისალოცი ბარათები, რასაც 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თემში გაავრცელებენ.  

No comments:

Post a Comment