Friday, March 27, 2015

სიქა-ს ევროპელი მოხალისეების შეხვედრა ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

26 მარტს სიქას ევროპელი მოხალისეები გერმანიიდან და პოლონეთიდან - ჰანა მატიასი, ლუსი ტელმანი და ბეატა გუდზი სიქას წევრებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბს ეწვივნენ. მოხალისეებმა კლუბის წევრებს მოუწყვეს სამუშაო შეხვედრა, რომლის თემა გენდერული თანასწორობა და ქალების თვითრეალიზება გახლდათ. მოსწავლეებმა შექმნეს თანამედროვე ქალის მოდელები, ისაუბრეს ქალების უფლებებზე, მათი პროფესიული რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ხაზი გაუსვეს გოგონებისათვის სრული განათლების მიღების საჭიროებას. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა მიიღეს ახალი ინტერ კულტურული გამოცდილებაც. ჯავშანიანის სამოქალაქო კლუბმა კლუბის მეურვის ლელა წიკლაურის ხელმძღვანელობით საინტერესო სამოქალაქო აქტივობებიც დაგეგმეს, გააგრძელებენ ადვოკატირებას სკოლის ეზოს წყლის არხით მოტანილი ნაგვით დაბინძურების აღმოსაფხვრელად.

No comments:

Post a Comment