Friday, October 30, 2015

კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეების შეხვედრა გარდაბნის გამგეობაში

29 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მეურვე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარდა სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული სამსახურის უფროსი ჯანსუღ დადეშქელიანი, ინფრასტრუქტურის მშენებლობის განყოფილების უფროსი ბექა ჟღენტი, მთავარი სპეციალისტები გიორგი ჭეილიძე და ირმა მამედოვი, წამყვანი სპეციალისტები შალვა მუშკუდიანი და ნინა გაბრაშვილი. შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. სამოქალაქო კლუბის წევრები გამგეობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ მათ სოფელსა და თემში არსებულ პრობლემებზე. მათ ყურადღება გაამახვილეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერებისა და ასევე სატრანსპორტო გაჩერების კეთილმოწყობის აუცილებლობზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსისგან პირობა მიიღეს რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები ახალი საბიუჯეტო წლის განმავლობში აუცილებლად მოგვარდება. შეხვედრაზე გარდაბნის გამგეობის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს 2016 წლისათვის მათ სოფელში დაგეგმილი პროექტები. ასევე მადლობა გადაუხადეს აქტიური მოქალაქეობისა და ჩართულობისათვის. 

Thursday, October 29, 2015

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ-კურსში „ICT ABC Technology Plan“

17-23 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ჩატარდა Erasmus + ტრენინგ-კურსი „ICT ABC Technology Plan“, რომელშიც მონაწილეობდა სიქა-ს დელეგაცია პავლე თვალიაშვილისა და ეთერი პაიჭაძის შემადგენლობით. ტრენინგის მონაწილეებმა ჩეხეთიდან , ლუქსემბურგიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან შეიმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაციების ისტ გარემოსთვის ტექნოლოგიური გეგმები, განიხილეს პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები, გაეცნენ ქალაქ ვროცლავში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას. ტრენინგს მასპინძლობდა Centrum Inicjatyw UNESCO. 

სიქაში იწყება გერმანული ენის კლუბი

სიქა გაძლევთ უნიკალურ შანს შეისწავლოთ გერმანული ენა სრულიად უფასოდ. კლუბს გაუძღვებიან ჩვენი გერმანელი მოხალისეები. 
კლუბში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ასაკის შეუზღუდავად. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, გაიუმჯობესეთ გერმანული ენის ცოდნის დონე. მობრძანდით ყოველ სამშაბათს 5 საათზე სიქას მეგობრულ ოფისში. ქ.რუსთავი, მეგობრობის 12-56.

Tuesday, October 27, 2015

დებატების ტრენინგები ქეშალოსა და თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის


22 და 27 ოქტომბერს სიქას წარმომადგენლებმა, გამოცდილმა მოდებატეებმა და ასევე დებატების ტრენერ-მსაჯებმა, ანი ციცქიშვილმა და მარიამ კოშაძემ, მარნეულის მუნიციპალკიტეტის სოფელ ქეშალოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლების მე-9 მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის დებატების ტრენინგები ჩაატარეს. 
ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.
მოსწავლეები გაეცნენ ზოგადად ფორმალური დებატის არსსა და პრინციპებს, კონკრეტულად შეისწავლეს კარლ პოპერის, იგივე ფასეულობათა ფორმატის დებატები. ტრენინგები მონაწილეთა მაღალი ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში "Sounds of Music"

12-23 ოქტომბერს სიქას დელეგაციამ 6 აქტიური ახალგაზრდის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო იტალიაში ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში "Sounds of Music". პროექტის განმავლობაში ახალგაზრდებმა ევროპის 5 ქვეყნიდან - იტალია, რუმინეთი, ლატვია, სომხეთი და საქართველო არაფორმალური განათლების მეთოდებით აიმაღლეს სამოქალაქო ცნობიერება, გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, ერთად შექმნეს სიმღერა, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებში. საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ 18-25 წლის ახალგაზრდები სხვადასხვა ქალაქებიდან - რუსთავიდან, თბილისიდან და ხაშურიდან.

Thursday, October 22, 2015

სიქას UWC DILIJAN საერთაშორისო კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ


20 ოქტომბერს, სიქას საერთაშორისო UWC DILIJAN კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტების ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი 17-18 წლის ახალგაზრდებისგან, რომლებიც უკვე მეორე წელია სწავლობენ აღნიშნულ კოლეჯში. 

სიქას წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცენს ორგანიზაციის მისია, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტები. 

სტუდენტთა ჯგუფი განსაკუთრებულად დაინტერესდა რეგიონში არსებული ეთნიკური მრავალფეროვნებით და ორგანიზაციის საქმიანობის იმ ასპექტებით, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას ეხება. სიქას წარმომადგენლება სტუმრებს გაუზიარეს ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება და უპასუხეს მათ შეკითხვებს. მოგვიანებით უცხოელ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა თავად შეხვედროდნენ და ესაუბრათ საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ უფროსკლასელებს გარდაბნის #4 საჯარო სკოლაში. ახალგაზრდებმა ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობებზე, გაუზიარეს ერთმანეთს სამომავლო გეგმები სწავლის გაგრძელებასა და მომავალი პროფესიის არჩევაზე. 
შეხვედრას ინტერკულტურული ხასიათს ატარებდა, მასში მონაწილეობდა 15 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. მოსწავლეებს მიეცათ ინგლისური ენაზე საუბრის შესაძლებლობა, შეხვედრის სამუშაო ენა ძირითადად ინგლისური იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის # 4 სკოლის აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის უფროსკლასელი მოსწავლეები.

Saturday, October 10, 2015

მოსწავლეთა დებატ-კლუბი დაიწყო!

სიქა-ში დაიწყო მოსწავლეთა დებატ-კლუბი. პირველ შეხვედრაზე კლუბის მონაწილეებმა, ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ფორმალური და არაფორმალური დებატის მსგავსება და განსხვავებაზე იმსჯელეს, განიხილეს დებატების ტიპები და საბასიზოდ გაეცნენ კარლ პოპერის ფორმატის დებატს.
მეორე შეხვედრაზე ახალგაზრდები აღნიშნულ ფორმატს დეტალურად შეისწავლიან!

Friday, October 9, 2015

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

9 ოქტომბერს სიქას ორგანიზებით მარნეულის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებისა და სოფელ კაჩაგანის, ილმაზლოსა და ყულარის სამოქალაქო კლუბების შეხვედრა. მარნეულის გამგებლის მოადგილემა ზაურ ტაბატაძემ და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტმა გიორგი ბერიძემ მოსწავლეებს გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები. სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგეობის წარმომადგენლებს გაუზიარეს სოფლებში მათ მიერ გამოკვლეული პრობლემები: - ილმაზლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფელში შიდა გზებისა და გაზიფიცირების პრობლემაზე, ყულარში სკოლასთან და ცენტრალურ გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების საჭიროებაზე, კაჩაგანის მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფლებში ახალგაზრდული ცენტრებისა და სპორტული მოედნების მოწყობის აუცილებლობაზე. ადმინისტრაციის წარმოადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად დასახეს ამ პრობლემებზე სამუშაოდ შემდგომი სტრატეგია.
შეხვედრა მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს  PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

ქართველმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სიქა-ს პარტნიორობით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგ-კურსში

სიქა-ს პარტნიორობით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგ-კურსში ორმა ქართველმა ახალგაზრდამ თორნიკე ქირიამ და თათია ბჟალავამ მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი 
ჩატარდა ქ. კიშინიოვში პროგრამა Erasmus+ის ეგიდით. 35-მა ახალგაზრდამ ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან გაიღრმავებეს მეწარმეობის უნარები, განიხილეს საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობები.

Wednesday, October 7, 2015

ხელნაკეთი ნივთების კლუბის მორიგი შეხვედრა


7 ოქტომბერს სიქას ხელნაკეთი ნივთების კლუბის ახალ წევრებმა სიქას გერანელი მოხალისეების დახმარებით სურათების ჩარჩოები დაამზადეს.
ხელნაკეთი ნივთების კლუბის შეხვედრები სიქას ოფისში ყოველ ოთხშაბათს, 17 საათზე გაიმართება. კლუბს უძღვებიან სიქას ევროპელი და ქართველი მოხალისეები, რომლებიც ქართველ მოზარდებს სხვადასხვა რესურსების გამოყენებით სახალისო და სასარგებლო ნამუშევრების შექმნას ასწავლიან.