23 მარტს სიქას ორგანიზებით გაიმართა პროგრამის „მომავლის
თაობა“ საზეიმო გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორის სკოლების დირექტორები, მოსწავლეები და
სამოქალაქო განათლების პედაგოგები მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და
წალკის მუნიციპალიტეტიდან, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, თვითმმართველობის,
რესურსცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასაწყისში სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა
ინგა პაიჭაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო
პროგრამის მიზნები და ამოცანები, მოკლედ მიმოიხილა განხორციელებული სამოქალაქო პროგრამების
შედეგები ქვემო ქართლის რეგიონში, წარმატებული სამოქალაქო ინიციატივების მაგალითები.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა თავჯდომარემ ლიანა ღუღუნიშვილმა
ისაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობაზე და იმ შეთავაზებებზე,
რასაც ფორუმი ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების
პედაგოგების პროფესიული ზრდისთვის.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ 2014-2017 წლებში განხორციელებული
პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმატებული სკოლების მოსწავლეები. მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ კაჩაგანის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ბაბაქარის“ წევრებმა ისაუბრეს
კლუბის წარმატებული საკლუბო აქტივობის შესახებ გარემოს დაცვის თემაზე, ხოლო დმანისის
მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებული
საკლასო პროექტი, თუ როგორ მოაგვარეს მოსწავლეებმა წარმატებული ადვოკატირების შედეგად თემის პრობლემა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის სამოქალაქო
განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ გაიზარდა პროფესიულად
პროგრამის ტრენინგებში, სოციალურ პროექტებში, პედაგოგთა ფორუმის აქტივობებში აქტიური
მონაწილეობით და ფორუმის მიერ აღიარებულ იქნა ქვემო ქართლში კლუბის საუკეთესო მეურვედ
და წარმატებულ პედაგოგად.
შეხვედრაზე პროგრამის ახალი სკოლების იმ მასწავლებლებს,
რომელბმაც უკვე განახორციელეს საკლასო პროექტები
IX-X კლასებში,
გადაეცათ წამახალისებელი პრიზები და სიგელი, რაც სტიმულის მიმცემია დანარჩენი სკოლებითვის.
ღონისძიების დასასრულს სიქამ აღნიშნა, რომ პროგრამა
„მომავლის თაობა“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში
განახორციელონ და მონაწილეობა მიიღონ უკეთესი სამოქალაქო საზოგადების ჩამოყალიბებაში,
ხოლო პედაგოგებს - უკეთ წარმართონ საგაკვეთილო პროცესი და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
ღონისძიებას
დაესწრო 120 ადამიანი. შეხვედრა გააშუქა მარნეულის ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვებაში. სიუჟეტი
No comments:
Post a Comment