შეხვედრა ომბუდსმენის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელთან მურად გუსეინოვთან
30 მარტს სიქა-ს ორგანიზებით, პროგრამის"მომავლის თაობა" ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელთან ბა-ნ მურად გუსეინოვთან. შეხვედრას დაესწრო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს #1, საბირკენდის #1, ალგეთის #2 და აზიზკენდის საჯარო სკოლების IX-X კლასების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ღონისძიების მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებები. მურად გუსეინოვმა მიმოიხილა ადამიანის უფლებების ისტორია, განმარტა რაში მდგომარეობს ადამიანის უფლებები და რა სახის დარღვებია ამ მხრივ საქართველოში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს დასმულ შეკითხვებზე და გამოთქვეს სამომავლოდ ომბუდსმენის ოფისთან თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრა მიმდინარეობდა აზერბაიჯანულ ენაზე. ფოტოალბომი
No comments:
Post a Comment