Friday, September 21, 2018

სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბაიდარის სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი ჩაატარეს


20 სექტემბერს სიქას გერმანელმა მოხალისეებმა იელნა იაკობსენმა და ემი სტელტერმა სემინარი ჩაატარეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაიდარის საჯარო სკოლის უფროსკლასელი გოგონებისთვის. თემა იყო აქტიური გოგონები სკოლასა და სკოლის გარეთ. ევროპელმა მოხალისეებმა აზერბაიჯანელ გოგონებს გაუზიარეს, თუ როგორ ატარებდნენ თავისუფალ დროს სკოლაში სწავლის დროს და რა გამოცდილება მიიღეს. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა აქტივობები შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გოგონათა გააქტიურების კუთხით. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ შეხვედრით, რომელიც მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment