14 თებერვალს სიქა-ს პოლონელმა მოხალისეებმა მოაწყვეს ინტერკულტურული საღამო, სადაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პოლონეთის კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო და წეს-ჩვეულებები. განსაკუთრებით ვრცლად წარმოდგენილი იქნა პოლონეთის ერთ-ერთი რეგიონის Wielkopolska-ს ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, კულტურა და სხვა .
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Sunday, February 16, 2014
სოც.მედიის ტრენინგი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის
14 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვიდეოს დამუშავებას პროგრამა Movie maker-ში და მის ატვირთვას ონლაინში პორტალზე Youtube.com. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას.
ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო "ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის #2, #17, #21 და #26 საჯარო სკოლების 6 მონაწილე.
19 თებერვალს სიქაში დაგეგმილია ანალოგიური ტრენინგი, ხოლო 21 თებერვალს - მორიგი სოც.მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო".
Thursday, February 13, 2014
სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში
12 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით შედგა კიდევ ერთი ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. შეხვედრას გიდობა გაუწია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა, ნატა სულთანიშვილმა. მონაწილეები გაეცნენ სამინისტროს სხვა დეპატრამენტებსაც: დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობას, ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: თეთრიწყაროს #1 და #2, კოდის, ასურეთის, რუსთავის #15 და #26 სამოქალაქო კლუბების წევრები.
მონაწილეები გაეცვნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თითოეული დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს და უშუალოდ მათგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე: ხე-ტყის უკანონო მოჭრის, ნაგავსაყრელის, ნადირობა-თევზაობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.

ვიზიტი შედგა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International . სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
Wednesday, February 12, 2014
სამოქალაქო კლუბმა "აქტიურები" შეაჯამა კლუბის მუშაობა
11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. აღმამედლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "აქტიურები" მოწვეული სტუმრების წინაშე კლუბის მუშაობის ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიებით წარსდგა. სამოქალაქო კლუბი სიქა-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" ფარგლებში შეიქმნა და არსებობის 2 წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა. შეხვედრას სიქა-ს წარმომადგენლები და აღმამედლოს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა კლუბის მეურვის ელისო პაპასქუას ლიდერობით საინტერესო პროექტი განახორციელეს სოფელში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კუთხით. აღმამედლოს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ქ-მა ფლორა აივაზოვამ მოიწონა ახალგაზრდების ინიციატივა და თანამშრომლობა აღუთქვა მათ სოფ. აღმამედლოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით.
Sunday, February 9, 2014
სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ქალაქის მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ
7 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები ქალაქის მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ. მოსწავლეებმა ქალაქის მერს გააცვნეს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შექმნილი პროექტი, რომელიც რუსთავის ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე დაიდგმება საგზაო ნიშნები, მოეწყობა "წრიული" და დაიხაზება ორი "ზებრა" გადასასვლელი. პროექტისათვის გრანტი გაიცა USAID-ის მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. მოსწავლეთა მიერ ინიცირებული და ქალაქის თვითმმართველობის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაარეგულირებს ქ. რუსთავის ამ რთულ მონაკვეთში ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.
Monday, February 3, 2014
კიდევ ერთი EVS პროექტი პოლონეთში
კიდევ ერთი EVS პროექტი პოლონეთში! სიქა-ს მოხალისე მარეხი ტუღუში (ბათუმი) შერჩეული იქნა და თებერვლის დასაწყისიდან შეუდგება მოხალისეობრივ საქმიანობას პოლონეთში, ქ. კატოვიცეს მახლობლად. 11 თვის განმავლობაში, მარეხი პროექტის "STEP" ფარგლებში იმუშავებს პოლონელ ახალგაზრდებთან, არაფორმალურ განათლების ისტრუმენტების გამოყენებით ოგანიზებას გაუკეთებს სხვადასხვა აქტივობებს - ვორკშოპებს, შეხვედრებს, სემინარებს, პერფომანსებს და სხვა. საინტერესო მოხალისეობრივ საქმიანობას და წარმატებებს ვუსურვებთ მარეხის ახალი გამოწვევების დაძლევაში!
კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალ სეზონს იწყებს
კლუბის „უნარები პროფესიული წარმატებისთვის“ მონაწილეებისათვის კლუბში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა შემდგომი წარმატებისათვის.
კლუბის ბოლო სეზონის 2 მონაწილე: თამო ქირია და ლიკა მძელური, ევროპულ მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში შეირჩა მოხალისედ რუმინეთში. გოგონები გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ბუქარესტში იმუშავებენ არსამთავრობო ორგანიზაციებში, არაფორმალური განათლების კუთხით. კლუბის კიდევ ერთ მონაწილე ნუცა ჩაველაშვილი კი უკვე იმყოფებოდა იტალიაში, Youth in Action-ის პროგრამის ფარგლებში, მოკლე ვადიანი პროექტით „Raise your Voice”.
სიქა კვლავ აძლევს ახალგაზრდებს განივითარონ კომპეტენციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ პიროვნულ და კარიერულ წარმატებებს.
კლუბში "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალი სეზონის მონაწილეთა განაცხადების მიღება დაწყებულია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 5 თებერვალი.

Subscribe to:
Posts (Atom)