12-23 ოქტომბერს სიქას დელეგაციამ 6 აქტიური ახალგაზრდის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო იტალიაში ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში "Sounds of Music". პროექტის განმავლობაში ახალგაზრდებმა ევროპის 5 ქვეყნიდან - იტალია, რუმინეთი, ლატვია, სომხეთი და საქართველო არაფორმალური განათლების მეთოდებით აიმაღლეს სამოქალაქო ცნობიერება, გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, ერთად შექმნეს სიმღერა, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებში. საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ 18-25 წლის ახალგაზრდები სხვადასხვა ქალაქებიდან - რუსთავიდან, თბილისიდან და ხაშურიდან.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Tuesday, October 27, 2015
Thursday, October 22, 2015
სიქას UWC DILIJAN საერთაშორისო კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ
20 ოქტომბერს, სიქას საერთაშორისო UWC DILIJAN კოლეჯის სტუდენტები ესტუმრნენ. სტუდენტების ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი 17-18 წლის ახალგაზრდებისგან, რომლებიც უკვე მეორე წელია სწავლობენ აღნიშნულ კოლეჯში.
სიქას წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცენს ორგანიზაციის მისია, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტები.
სტუდენტთა ჯგუფი განსაკუთრებულად დაინტერესდა რეგიონში არსებული ეთნიკური მრავალფეროვნებით და ორგანიზაციის საქმიანობის იმ ასპექტებით, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას ეხება. სიქას წარმომადგენლება სტუმრებს გაუზიარეს ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება და უპასუხეს მათ შეკითხვებს. მოგვიანებით უცხოელ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა თავად შეხვედროდნენ და ესაუბრათ საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ უფროსკლასელებს გარდაბნის #4 საჯარო სკოლაში. ახალგაზრდებმა ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობებზე, გაუზიარეს ერთმანეთს სამომავლო გეგმები სწავლის გაგრძელებასა და მომავალი პროფესიის არჩევაზე.
შეხვედრას ინტერკულტურული ხასიათს ატარებდა, მასში მონაწილეობდა 15 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. მოსწავლეებს მიეცათ ინგლისური ენაზე საუბრის შესაძლებლობა, შეხვედრის სამუშაო ენა ძირითადად ინგლისური იყო.შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის # 4 სკოლის აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის უფროსკლასელი მოსწავლეები.
Saturday, October 10, 2015
მოსწავლეთა დებატ-კლუბი დაიწყო!
სიქა-ში დაიწყო მოსწავლეთა დებატ-კლუბი. პირველ შეხვედრაზე კლუბის მონაწილეებმა, ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ფორმალური და არაფორმალური დებატის მსგავსება და განსხვავებაზე იმსჯელეს, განიხილეს დებატების ტიპები და საბასიზოდ გაეცნენ კარლ პოპერის ფორმატის დებატს.
მეორე შეხვედრაზე ახალგაზრდები აღნიშნულ ფორმატს დეტალურად შეისწავლიან!
Friday, October 9, 2015
შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
9 ოქტომბერს სიქას ორგანიზებით მარნეულის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებისა და სოფელ კაჩაგანის, ილმაზლოსა და ყულარის სამოქალაქო კლუბების შეხვედრა. მარნეულის გამგებლის მოადგილემა ზაურ ტაბატაძემ და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტმა გიორგი ბერიძემ მოსწავლეებს გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები. სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგეობის წარმომადგენლებს გაუზიარეს სოფლებში მათ მიერ გამოკვლეული პრობლემები: - ილმაზლოს მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფელში შიდა გზებისა და გაზიფიცირების პრობლემაზე, ყულარში სკოლასთან და ცენტრალურ გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერების საჭიროებაზე, კაჩაგანის მოსწავლეებმა ისაუბრეს სოფლებში ახალგაზრდული ცენტრებისა და სპორტული მოედნების მოწყობის აუცილებლობაზე. ადმინისტრაციის წარმოადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად დასახეს ამ პრობლემებზე სამუშაოდ შემდგომი სტრატეგია.
შეხვედრა მოეწყო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს PH International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
ქართველმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სიქა-ს პარტნიორობით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგ-კურსში
სიქა-ს პარტნიორობით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგ-კურსში ორმა ქართველმა ახალგაზრდამ თორნიკე ქირიამ და თათია ბჟალავამ მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი
ჩატარდა ქ. კიშინიოვში პროგრამა Erasmus+ის ეგიდით. 35-მა ახალგაზრდამ ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან გაიღრმავებეს მეწარმეობის უნარები, განიხილეს საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობები.Wednesday, October 7, 2015
ხელნაკეთი ნივთების კლუბის მორიგი შეხვედრა
7 ოქტომბერს სიქას ხელნაკეთი ნივთების კლუბის ახალ წევრებმა სიქას გერანელი მოხალისეების დახმარებით სურათების ჩარჩოები დაამზადეს.
ხელნაკეთი ნივთების კლუბის შეხვედრები სიქას ოფისში ყოველ ოთხშაბათს, 17 საათზე გაიმართება. კლუბს უძღვებიან სიქას ევროპელი და ქართველი მოხალისეები, რომლებიც ქართველ მოზარდებს სხვადასხვა რესურსების გამოყენებით სახალისო და სასარგებლო ნამუშევრების შექმნას ასწავლიან.
Tuesday, September 29, 2015
სიქა-ს ორგანიზებით სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლისმმოსწავლეები რუსთავის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ესტუმრნენ
28 სექტემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული
ასოციაციის
ორგანიზებით
გარდაბნის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ჯანდარის
საჯარო
სკოლის
IX-X კლასების
მოსწავლეები
რუსთავის საგანგებო სიტუაციების სამსახურს
ესტუმრნენ.
შეხვედრაზე
მოსწავლეები
გაეცნენ
სამაშველო
სამსახურის
მუშაობის
სპეციფიკას,
მიიღეს
ინფორმაცია
რა
შემთხვევებში
შეიძლება
მიმართონ
სამაშველო
სამსახურს
და
როგორ
ისარგებლონ
მათი
მომსახურებით.
მოსწავლეებმა
დაათვალიერეს
სამაშველო
აღჭურვილობა,
და
პრაქტიკული
გამოცდილებაც
მიიღეს.
ვიზიტი შედგა სამოქალაქო განათლების პროგრამა
„მომავლის
თაობა“
ფარგლებში.
პროგრამა
„მომავლის
თაობას“
-ს
აფინანსებს
USAID - აშშ
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტო,
ახორციელებს
PH International, პარტნიორები: კონსულტაციისა და ტრენინგის
ცენტრი,
სამოქალაქო
განათლების
პედაგოგთა
ფორუმი; სიქა
- საგანმანათლებლო
ინიციატივების
ქართული
ასოციაცია
წარმოადგენს
პროგრამის
პარტნიორ
ორგანიზაციას
ქვემო
ქართლის
რეგიონში.
პროგრამის
მხარდამჭერია
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო
Subscribe to:
Posts (Atom)






