Monday, September 11, 2017

მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი სიქა-ში სპეციალურ ფასად რუსთაველებისთვის

სიქა  EMT-სთან თანამშრომლობით გთავაზობთ „მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს“, რომლის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის უნარების შეძენა.  არაფორმალური განათლების მეთოდებით მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს და თვითონ გამოაქვთ დასკვნები. ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდის მიმღებლობის გაზრდას და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან. კურსი წლებია მიმდინარეობს თბილისში EMT  განათლებისა და მართვის გუნდში და ახლა უკვე რუსთავშიცაა ხელმისაწვდომი სპეციალურ ფასად.
მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1.       გაცნობა-ჯგუფური შეთანხმება;
2.       ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა;
3.       ტოლერანტობა/პატივისცემა;
4.       ეფექტური კომუნიკაცია;
5.       გუნდურობა;
6.       ლიდერობა;
7.       სტერეოტიპები;
8.       კულტურული მრავალფეროვნება;
9.       შემოქმედებითობა;
10.   პასუხისმგებლობა;
11.   პრეზენტაციის უნარები;
12.   ლოგიკური აზროვნება/დაკვირვება
კურსის დახურვა.

 თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგ-კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოსწავლეებს შემდეგ 2 ასაკობრივ კატეოგორიაში:
·         9-დან 12- წლამდე,  კვირას, 13:30 -15:30 სთ.
·         13დან 17 -წლამდე, კვირას,   16:00 - 18:00 სთ.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულება რუსთავში: 39 ლარი თვეში
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://webanketa.com/forms/68s36dsn6cqkjcb671gp6rk5/
რეგისტრაცია გაგრძელდება 6 ოქტომბრამდე. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 8 ოქტომბრიდან.

Monday, September 4, 2017

U18 პროგრამის ფარგლებში თბილისში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

3-4 სექტემბერს სიქამ ორგანიზება გაუკეთა სამუშაო შეხვედრას თბილისში U18 პროგრამის ფარგლებში. პროექტი "მეტი შეგიძლია - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" - ახალი პროექტია, რომელსაც საქართველოში სიქა წარმოადგენს. პროექტში ჩართულია საქართველოს 10 რეგიონი. თბილისში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო სამოქალაქო განათლების პედაგოგები თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საჯარო სკოლებიდან, გერმანელმა ექსპერტმა ნორა კორტემ მონაწილეებს გააცნო პროგრამა U18 მიზნები, ისტორია და განხორციელების მეთოდები. პედაგოგებმა იმსჯელეს U18 მეთოდით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობებზე, წარმოადგინეს კონკრეტული გეგმები საპროექტო აქტივობების ორგანიზებისათვის.

Friday, August 11, 2017

მიმდინარეობს ბანაკი "ინიციატორი 2017"

7 აგვისტოს ბაკურიანში სიქას კიდევ ერთი ბანაკი "ინიციატორი 2017" დაიწყო. ბანაკში მონაწილეობას იღებს 23 უფროსკლასელი მოსწავლე ქ. რუსთავის #10 და #28 სკოლებიდან. ბანაკის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მეწარმეობისა და სოციალური პროექტების შექნისა და მართვის თემებზე. დღის მეორე ნახევარი დატვირთულია მრავალფეროვანი საბანაკე აქტივობებით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი".

Tuesday, August 1, 2017

ტრენინგ-კურსი "ANOTHER WORLD IS POSSIBLE"

photo of Liviu Rotaru
25.07-03.08/2017 სიქა-ს წარმომადგენლები  მონაწილეობას იღებენ ERASMUS+  პროგრამის ტრენინგ-კურსში "Another world is possible", რომლის მიზანია ურბანული კულტურის გააზრება და კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტების გაცნობა. ტრენინგ-კურსი ტარდება დიდ ბრიტანეთში, ქ.ვირკსვორტში "Inter college"-ის ორგანიზებით და "Baby people"-თან თანამშრომლობით. 
ტრენინგ-კურსში საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებენ დიდი ბრიტანეთის, დანიის, პორტუგალიის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვეთისა და სომხეთის ახალგაზრული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Monday, June 19, 2017

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2017

2017 წლის 18-22 ივნისს სიქას ორგანიზებით დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2017. 
ბანაკი ეწყობა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. ბანაკში მონაწილეობას იღებენ 80 მოსწავლე და 11 სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონიდან. ფოტო

პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში


16 ივნისს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში წარმოადგინა, პროგრამის მიმდინარეობის სამი წლის განმავლობაში, მიღწეული შედეგები. სამიზნე სკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები გააცნეს. შეხვედრის ბოლოს მოეწყო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, მარნეულის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლისა და პროგრამის ხელმძღვანელები. ფოტო
პროგრამის „მომავლის თაობა“ მიზანია, სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესების გზით, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო გააქტიურება.
პროგრამა საქართველოს 11 რეგიონის 480 სკოლაში ხორცილედება.

Monday, June 5, 2017

სიქა-ს გერმანელი მოხალისეების თანამშრომლობა რუსთავის #1 საჯარო სკოლასთან

სიქას გერმანელი მოხალისეები კატალინა ვორტმანი და ანიკა გიუნტერი მიმდინარე სასწავლო წელს აქტიურად თანამშრომლობენ რუსთავის #1 საჯარო სკოლასთან: მე-10 კლასელ მოსწავლეებს ეხმარებიან გერმანული ენის უკეთ შესწავლაში. 1 ივნისს რუსთავის #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გერმანულ ენაში, გერმანული ენის პედაგოგთან თანამშრომლობით სიქას ევროპელმა მოხალისეებმა ფასილიტაცია გაწიეს ჯგუფებში სხვადასხვა დავალებების შესრულების დროს.