SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Wednesday, February 10, 2021
პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დასრულდა
პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა
2020 წლის 19 დეკემბერს პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. კონფერეციაში 4 პარტიორი ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს წარმოადგენდა პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია საქართველოში - სიქა და პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები, რომლებმაც პრეზენტაცია გაუკეთეს მათ მიერ განხორციელებულ მონაწილეობითი პროექტებს.
Monday, October 19, 2020
პროექტის „სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის“ მონაწილეთა რეგისტაცია დაიწყო
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში.
პროექტის მიზანი: რუსთავში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქ. რუსთავის სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს.
მოსწავლეები ნოემბერსა და დეკემბერში შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში გაივლიან მომზადებას სოციალურ მეწარმეობასა და რობოტიკსში, ჰაკათონის ფორმატის ღონისძიება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გუნდურად იმუშაონ, შექმნან მოქმედი რობოტები, იფიქრონ პრობლემურ საკითხებზე და შექმნან სოციალური საწარმოს მოდელები.
წარმატებულ გუნდებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
ერთი სკოლიდან რამდენიმე გუნდის წარმოდგენის შემთხვევაში შერჩევისას ყურადღება მიექცევა გუნდის მოტივაციას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
599556234 პავლე თვალიაშვილი - პროექტის დირექტორი
599 232 737 ანა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი
Tuesday, September 15, 2020
სემინარი U18 იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნებისა და იმპლემენტაციის შესახებ
სიქა-ს ორგანიზებით 11 სექტემბერს რუსთავში ჩატარდა სემინარი U18 იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნებისა და იმპლემენტაციის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონიდან. მონაწილეებმა განიხილეს U18 ფორმატით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, იმსჯელეს 2020 წელს U18 ახალგაზრდული არჩევნების ორგანიზების მეთოდოლოგიასა და ახალი მიდგომების შესახებ. სემინარი ჩატარდა პროექტის "მეტი შეგვიძლია - ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში. პროექტს ახროციელებს ორგანიზაცია „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით. #CivilSocietyCooperation
Tuesday, June 2, 2020
დისტანციური დებატების ტურნირი
2020 წლის მაისის თვეში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა და თბილისის მოზარდთა სახლის ერთობლივი ძალისხმევით პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოეწყო დისტანციური დებატების ტურნირი .მსაჯების მიერ მიცემული რეკომენდაცია ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტურნირის მონაწილეებისთვის, რაც აისახებოდა მათ ყოველ შემდეგ თამაშზე.
აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და სიქას გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს შეტანილი წვლილისთვის!
2020 წლის 1 მარტს სიქას პარტნიორობით მოხალისეები ანა ჩხარტიშვილი და ტატო შარაძე შეურთდნენ ESC (ევროპული სოლიდარობის კორპუსი) პროექტს "Sport For Solidarity". 6 თვიანი პროექტი რუმინეთში მიმდინარეობს, ქართველი ახალგაზრდები ევროპელ მოხალისეებთან ერთად რუმინეთში, ვალჩეას მხარეში განახორციელებენ ახალგაზრდულ და სპორტულ აქტივობებს, ადგილობრივ თემში გაუწევენ პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს. ევროპულ პროგრამებში მიღებული გამოცდილება და გაზრდილი კომპეტენციები დაეხმარება ახალგაზრდებს თვითრეალიზებაშიტრენინგი ახალგაზრდული მუშაკებისათვის
პროექტს „მეტი შეგვიძლია! აქტიური მოქალაქეობისთვის“ საქართველოში ახორციელებს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია და გერმანული ორგანიზაცია DRA გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.













