15 აპრილს, სიქა-ს ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ქესალოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გოგონების სამოქალაქო გაქტიურება“. ტრენინგი ჩაატარა მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თურაჯ იბრაგიმოვამ.
ტრენინგს დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ქესალოს, ქეშალოსა და ილმაზლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი გოგონები. შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა.
ტრენერმა გოგონებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, რომელიც დააგროვა განათლების მიღების, კარიერული ზრდის პროცესში. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ სამომავლო გეგმებზე.
თურაჯმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობები. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო მიმართულებებზე, როგორიცაა ქართული ენის უფასო კურსები, ქალთა უფლებები და ა.შ.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ვიდეოს ჩვენებას, ჯგუფებში მუშაობასა და დისკუსიას. ტრენინგის მონაწილეებმა ნახეს ანიმაციური ვიდეო ქალის როლზე ოჯახში. ჯგუფებში მუშაობის შემდეგ კი წარმოადგინეს პრეზენტაციები.
ტრენინგის ბოლოს გოგონებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ მსგავს ტრენინგში, რომელიც მათთვის საინტერესო თემებზე იქნება .
სიქა მადლობას უხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეხვედრის ჩატარებაში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
No comments:
Post a Comment