სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე სკოლები ნატოს კვირეულის აღნიშვნას შეურთდნენ. კვირეულის ფარგლებში ვიქტორინის "ევროკავშირი და ნატო" ფინალი გაიმართა.
ევროკავშირისა და ნატოს ქვემო ქართლის საინფორმაციო ბიუროსთან თანაშრომლობით პროგრამის სამიზნე სკოლებისთვის მოეწყო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის სამიზნე სკოლების მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
ნახევარფინალებში თითო მუნიციპალიტეტიდან თითო გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.
ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და რუსთავის სკოლები. გამარჯება დიდი დმანისის სკოლამ მოიპოვა.
ვიქტორინაში მონაწილე ყველ მოსწავლეს სერთიფიკატი, გამარჯვებული გუნდის წევრებს კი სიგელები და საინფორმაციო ბიუროს მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ვიქტორინის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირისა და ნატოს საკითხებზე, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და იმის გააზრება, თუ რა სარგებელს და სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს მათ ამ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
ქვემო ქართლის საინფორმაციო ბიუროს წარმომადგენელმა მარი ლიპარტელიანმა ვიქტორინა წარმატებულ აქტივობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიქტორინაში შესული საკითხების მომზადებით, ახალგაზრდებმა ძალიან საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელიც მათი მომავალი საქმიანობას განსაზღვრავს.
ვიქტორინისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს საერთო ჯამში 109 მოსწავლე დაესწრო, მათგან ვიქტორინაში მონაწილეობა 45-მა მოსწავლემ მიიღო.
No comments:
Post a Comment