სიქას გერმანელმა მოხალისე ამელი დიდერისმა დაამთავრა თავისი მოღვაწეობა ორგანიზაციაში. 31 მარტს სიქას გუნდმა და ბენეფიციარებმა ამელის გასაცილებელი ღონისძიება მოაწყვეს. გერმანელმა EVS მოხალისემ ნაყოფიანად გაატარა თავისი მოხალისეობის პერიოდი, ამელი პარალელურად უძღვებოდა სამ კლუბს, გერმანული ენის, ინგლისური სასაუბრო და ხელნაკეთი ნივთების კლუბს. კლუბებს სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარები ყავდათ: 6 წლის ასაკის ბავშებიდან 30-ს გადაცილებულ ზრდასრულების ჩათვლით.
ამელის გადაეცა მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები. სიქას გუნდი წარმატებებს უსურვებს ამელის და ვიტოვებთ მომავალში შეხვედრის იმედს.
გერმანული ენის, ინგლისური სასაუბრო კლუბი და ხელნაკეთი ნივთების კლუბი აგრძელებს მუშაობას სიქაში, ამჯერად მათ სიქას კიდევ ერთი გერმანელი მოხალისე ჰიკარუ ული გაუძღვება.
No comments:
Post a Comment