18 ოქტომბერს მარტყოფის #1 საჯარო სკოლაში სიქას ფრანგმა და რუმინელმა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო". სემინარს ესწრებოდნენ მარტოფის #1 და #2 სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. ევროპელმა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ევროკავშირის დაფუძნებისა ისტორია, მისი განვითარების პერსპექტივები.
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Saturday, October 19, 2013
Monday, October 14, 2013
კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მეორე შეხვედრა
12 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის "უნარები პროფესიული წარმატებისთვის" მეორე შეხვედრა ეფექტური კომუნიკაციის თემაზე. კლუბის წევრები გაეცნენ კომუნიკაციის ტიპებს, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტური კომუნიკაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე. შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იქნა რამდენიმე მოკლე ვიდეო კომუნიკაციის თემაზე.
Sunday, October 13, 2013
სიქა-ს მოხალისეები მონაწილეობას იღებენ პროექტში "Shape your life with EVS"
სიქა-ს აქტიური მოხალისეები ნათია შუკაკიძე და ნინო ლეკიშვილი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპული მოხალისეობრივი სერვისის (EVS) ფარგლებში მონაწილეობას იღებენ პროექტში "Shape your life with EVS”. გოგონები 9 თვის განმავლობაში, სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად, ითანამშრომლებენ ვილნიუსის საგანმანათლებლო ცენტრებში, სადაც დაეხმარებიან მასპინძელ ორგანიზაციებს არაფორმალური განათლების მეთოდების დანერგვა-გამოყენებაში.
სიქა-ს ორგანიზებით ახალგაზრდები მონაწილეობენ საერთაშორისო ახალგაზრდულ გარემოსდაცვით პროექტში "Focus Green"
სიქა-ს ორგანიზებით რვა აქტიური ახალგაზრდა გაემგზავრა ერევანში დანიელი პარტნიორების მიერ განხორციელებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გარემოსდაცვით პროექტში "Focus Green". პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები ოთხი ქვეყნიდან - დანია, ლიტვა, სომხეთი და საქართველო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლაშქრობა წახანძორში.
ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრად რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი ...და მიჰყვნენ არჩეულ გზას, არ ეცადნონ ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთებას, რადგან ამ შემთხვევაში არცერთი საქმე გამოვა სრულყოფილად. და მთავარი, აირჩიონ ის საქმე თუ პროფესია, რომელიც მათ კარგად გამოსდით, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ წარმატების მიღწევას.
სტუმარმა ასევე ისაუბრა საკუთარი თავის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე. წამყვანმა განიხილა კონკრეტული მაგალითები თუ რა როლს თამაშობს საკუთარი თავის განსხვავებულად წარდგენა სხვადასხვა სიტუაციებში.
ნიკამ მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების მთავარი დევიზიც გაუზიარა და ურჩია მათ, რომ არ ეცადნონ სხვის მიბაძვას, პირიქით ჰქონდეთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი.
სტუმარმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის განხილვისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცნობილი და წარმატებული ადამიანისგან მიიღეს და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ.
შეხვედრა გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მას რუსთავის 10 სკოლის სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.

სიქა-ს ევროპელმა მოხალისეებმა რუსთავის სამოქალაქო კლუბებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"
10 ოქტომბერს სიქას ორგანიზებით, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სიქას რუმინელმა და ფრანგმა მოხალისეებმა ჩაატარეს სემინარი თემაზე "ევროკავშირი და საქართველო". სემინარზე განხილული იქნა ევროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ევროკავშირის უპირატესობები და გამოწვევები. მოსწავლეებმა მოსაზრებების დასამტკიცებლად მოიყვანეს არგუმენტები და ფაქტები. მოსწავლეებისთვის ტრენინგის თემა საინტერესო აღმოჩნდა და აღნიშნეს, რომ ახლა სიტყვა „ევროკავშირი“ მხოლოდ ტერმინი არ არის, რომელიც ხშირად ესმით, არამედ უკვე იციან მნიშვნელობა და ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.
Monday, October 7, 2013
კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალი სეზონი დაიწყო
კლუბმა "უნარები პროფესიული წარმატებისათვის" ახალი სეზონი დაიწყო. 6 ოქტომბერს ჩატარდა კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც კლუბის წევრები გაეცვნენ კლუბის მიზნებს, დაგეგმილი ტრენინგებისა და ვორკშოპების თემატიკას. კლუბი განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ყოველკვირეული ტრენინგების საშუალებით აიმაღლებენ სხვადასხვა კომპეტენციებს, რაც დაეხმარება მათ თვითრეალიზებასა და დასაქმებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)