Sunday, October 13, 2013

ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრად რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებთან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარმატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი ...და მიჰყვნენ არჩეულ გზას, არ ეცადნონ ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთებას, რადგან ამ შემთხვევაში არცერთი საქმე გამოვა სრულყოფილად. და მთავარი, აირჩიონ ის საქმე თუ პროფესია, რომელიც მათ კარგად გამოსდით, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ წარმატების მიღწევას.
სტუმარმა ასევე ისაუბრა საკუთარი თავის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე. წამყვანმა განიხილა კონკრეტული მაგალითები თუ რა როლს თამაშობს საკუთარი თავის განსხვავებულად წარდგენა სხვადასხვა სიტუაციებში.
ნიკამ მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების მთავარი დევიზიც გაუზიარა და ურჩია მათ, რომ არ ეცადნონ სხვის მიბაძვას, პირიქით ჰქონდეთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი.
სტუმარმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის განხილვისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცნობილი და წარმატებული ადამიანისგან მიიღეს და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ.
შეხვედრა გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მას  რუსთავის 10 სკოლის სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.
 

No comments:

Post a Comment