14 მაისს ხაიშის საჯარო სკოლაში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ჩატარდა დებატების ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და წინწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგს უძღვებოდა სიქას მოხალისე, გამოცდილი მოდებატე და მსაჯი თამარ ქურდაძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო კარლ-პოპერის (ფასეულობითი) დებატის სტრუქტურა და წესები. მოსწავლეებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც მოსინჯეს, იდებატეს რეზოლუციით "ზოოპარკი უნდა აიკრძალოს". დებატების შემდეგ, ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დებატი წესების დაცვით მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, გამოსცადეს საკუთარი თავი სწრაფ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაში. ფოტო
SIQA-Georgian Association of Educational Initiatives
Wednesday, May 16, 2018
Wednesday, May 2, 2018
მინი ფორუმი მარნეულში
30 აპრილს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში გაიმართა მინი ფორუმი, რომელსაც დაესწრო PH International წარმომადგენელი, პროგრამაში "მომავლის თაობა" რეგიონული ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი, თამარ ფრუიძე. მინი ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანი იყო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა-გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.
Tuesday, May 1, 2018
სიქას მოხალისეები შეუერთდნენ Erasmus+ პროექტს რუმინეთში
სიქას მოხალისეები ლუკა სუთიაშვილი და ანი გელაშვილი აპრილის თვიდან შეუერთდნენ პროგრამის Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროექტს რუმინეთში "Green Color for Creativity".
ქართველი მოხალისეები სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად 12 თვის განმავლობაში იმუშავებენ რუმინეთში, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და თემის წევრებისათვის დაგეგმავენ და განახორციელებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.
Tuesday, April 24, 2018
სიქას ლიდერთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა
22 აპრილს შედგა სიქას მომავალ ლიდერთა კლუბის მეოთხე შეხვედრა. ინტერაქტიული თამაშებისა და სავარჯიშოების მეშვეობით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ლიდერობისა და გუნდში მუშაობის უნარები.
Monday, April 23, 2018
სიქა დელეგაცია მონაწილეობს Erasmus+ გაცვლით პროექტში "Get New Habits"
სიქას დელეგაცია მონაწილეობას იღებს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Get New Habits". პროექტი ლატვიაში ტარდება და მასში მონაწილეობენ ახალგაზრდები საქართველოდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან და სერბეთიდან. პროექტის თემაა გარემოსდაცვა და ნარჩენების გადამუშავება, ასევე ინტერკულტურული თანამშრომლობა და ინტერკულტურული კომუნიკაცია.
პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქა თანამშრომლოს ქვემო ქართლის სკოლებთან
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქა აქტიურად თანამშრომლობს ქვემო ქართლის 33 სკოლასთან და ეხმარება სამოქალაქო კლუბების შექმნასა და ინიციატივების შემუშავება-განხორციელებაში.
პროგრამას ახორციელებს PH International, USAID დაფინანსებით, სიქა არის პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში.
Saturday, April 21, 2018
ACCESS პროგრამის ბენეფიციარებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
19 აპრილს ACCESS პროგრამის რუსთაველმა ბენეფიციარებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. სიქა-ში მოეწყო დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოკლე ფილმის ჩვენება, მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებებზე, გაიმართა დისკუსია, რომლის შემდეგ ინდივიდუალურად გაწერეს, რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ დედამიწა არ დანაგვიანდეს. მიღებული ინფორმაციის შეჯერებით ჯგუფებში დაამზადეს თემატური პლაკატები.
Subscribe to:
Posts (Atom)



